”აქ ვარჯიშის დროს ბავშვებმა შეიძლება სერიოზული დაზიანება მიიღონ” – კლუბ ”მართვეს”, ქუთაისის 94-ე საფეხბურთო სპორტ ბაზაზე არსებულ პრობლემებზე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
”400 მდე ბავშვი ვარჯიშობს ბაზაზე, სადაც არ არის: მოწესრიგებული გასახდელი, საპირფარეშო, არ აქვთ საშხაპე, მოედანი ოღრო-ჩოღროა ბადეები და ღობეები დაგლეჯილია.
სპორტულ სკოლაში ბავშვს ხვდებათ საშინელი გარემო, ფასადზე კიდია საქართველოს დროშაზე სამჯერ უფრო დიდი ქართული ოცნების დღოშა რაც დაუშვებელია, ეს არის კანონდარღვევა. ამ სკოლაში სტანდარტები სრულად დარღვეულია და აქ ვარჯიშის დროს ბავშვებმა შეიძლება სერიოზული დაზიანება მიიღონ და ვერასდროს გააგრძელონ სპორტში მოღვაწეობა. სამარცხვინია ეს ვითარება. მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას გამომცხლებისკენ და სამწუხაროა რომ ბიუჯეტში ამ მწვანე ზონის მოწესრიგებისთვის თანხები ვერ მოიძებნა. ეს არც ქუთაისის ეკადრება და არც ქუთისელებს. მოვითხოვთ გამოიყოს სახსრები, სკოლა დაემსგავსოს სპორტულ სკოლას და მოწესრიგდეს მწვანე გარემო დაქართული ოცნების დროშას არაფერი ესაქმება სპორტულ სკოლაში.” – განაცხადა ”ლელოს” ერთ-ერთი ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე.









