LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დიდი საფრთხეა, რომ ხელისუფლებამ ეს ნორმები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შესაზღუდად გამოიყენოს – თინა ბოკუჩავა

თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ “თვალთხარია გახარიას” სახელს – თინა ბოკუჩავა

დაპოსტა 2020/05/29-ში
A A
208
ნახვა
გაზიარება

თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ “თვალთხარია გახარიას” სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ის თვლის რომ „ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად“

„მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომელიც წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა, შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი. ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ ბატონო გახარია ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს. ასევე არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანით გადაადგილებული პრემერ-მინისტრი თუ მისი მთავრობის წევრები. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილის ინდექსით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს რეგიონში. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ჩვენი ქვეყანა ივანიშვილმა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ, თქვენც მათ შორის, ისევე, როგორც მინისტრები, საკუთარი გამდიდრებისთვის. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას და როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ჩვენს მმართველობაზე საუბრობთ, გაიხსენეთ ჩვენს დროს 8%-მდე იყო ეკონომიკური ზრდა, ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. დღეს 4%-მდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა, ეს კი იმიტომ ხდება რომ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ და სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი. გადახედეთ თქვენს ქონებას, სოცდაუცველებად მოდიან მინისტრები და ბიუროკრატები და მილიონერებად მიდიან. როგორ ხდება ეს? შეხედეთ თქვენს საცხოვრებელ სახლებს, მანქანებს, როგორ ცხოვრობთ თქვენ და თქვენი ახლობლები და შეხედეთ დანარჩენ მოქალაქეებს. მერე აღარ დაგვიმტკიცებთ ბატონო გიორგი რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს, მაშინ, როცა მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში, ეს არის რეალურად სიმართლე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

” ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ძალადობა პარლამენტის დარბაზში ბევრჯერ გვინახავს” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში - ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6453, ევრო – 3.0156, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4952 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მთავარი

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზვიად კუპრავას, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდნენ, 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ცენტრის მიერ მომზადებული საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს თორმეტ ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, სადაც მათი...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 5 ივლისამდე პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ორშაბათიდან იწყებს. მის უარყოფით გავლენას კი ბევრი მალევე იგრძნობს. მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს არაერთ ნიშანს მიმდინარე კვირაში პროფესიულ საქმიანობაში, ფინანსურ სფეროსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატება მაინც ელოდება:...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით, მეოთხედან მესამე ადგილზე გადმოვიდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

საქსტატის მონაცემებით ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის შემდეგ 9 პროცენტით გაიზარდა. ამ მონაცემის მიხედვით ქუთაისი იმ ქალაქებს შორისაა სადაც მოსახლეობის ზრდა დაფიქსირდა. მონაცემების მიხედვით ქუთაისი 160 971 მცხოვრებით მეოთხედან მესამე...

დაწვრილებითDetails

მთავრობა 164 ახალ ავტომობილს 10 მილიონად ყიდულობს

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
“პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს” – რომან გოცირიძე
ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” კიდევ 164 ერთეულ ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს. უწყებამ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 10 159 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა -ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. შესყიდვის...

დაწვრილებითDetails

მოლდოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა
მთავარი

ავიაკომპანიამ Flyone მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს კიშინაუდან პირველი რეისი უკვე მიიღო. ბათუმის აეროპორტში კიშინაუდან პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ. Airbus...

დაწვრილებითDetails

“არასამთავრობოები კანონს არღვევენ იმით, რომ არ რეგისტრირდებიან „გამჭვირვალობის რეესტრში“ და მათ ახალისებენ დონორები” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

თუკი ამ ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია, რომ პატივს სცემენ სტრასბურგის სასამართლოს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამიტომ მიმართავენ მათ, უნდა დაემორჩილონ მათ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ...

დაწვრილებითDetails

“პროვოკაციის დამწყები იყო გიგა ფარულავა “- თენგიზ შარმანაშვილი

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

ამ პროვოკაციის დამწყები იყო დეპუტატი ფარულავა, რომელმაც ხელი გაარტყა დეპუტატ ხელაძეს - როდესაც უკვე დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია - ქართველები ვართ ახლა, მართლაც,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"