ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს. მათ კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ.
გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით სტაციონარში ორი პაციენტი შევიდა. მათი სინჯები ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.
ამასთან, კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული. ჰოსპიტლის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.










