მრავალჯერადი 200 ლარი, თუ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების მიღების მსურველების განცხადებების მიღება დაიწყო. განცხადებების მიღება 1 ივლისამდე გაგრძელდება. მსურველებმა განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებ პორტალზე უნდა შეავსონ. თუმცა არის ერთი პრობლემა და ეს მუშაობისა და შემოსავლების დამადასტურებელი საკითხის მოთხოვნაა. თუ საზოგადოების ნაწილისათვის ეს საკითხი ადვილად მოსაგვარებელია, ნაწილისთვის გადაუჭრელი საკითხია. განასაკუთრებული სირთულე შემოსავლების სამსახურში არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებსა და იმ პირებს ექმნებათ, რომლებიც თავად დამსაქმებლებს არ ჰყავდათ დარეგისტრირებული. ასეთი კი საკმაოდ ბევრია. ისინი კორონა ვურუსის პანდემიის პირობებში ფაქტიურად ყოველგვარი შემოსავლისა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე დარჩნენ.
ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 3 ახალგაზრდა
ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა, წუხელ, ოზურგეთში მომხდარი ავარიის შედეგად. - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს “როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები-ქალა ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა,...









