LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა გრაფიკით იმოძრავებს ქუთაისში ტრანსპორტი

კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა

დაპოსტა 2020/05/24-ში
A A
511
ნახვა
გაზიარება

კოვიდ  19-თან  დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება და შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.

„საკოორდინაციო საბჭო მუდმივ რეჟიმში მსჯელობს ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როგორც კი გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ცვლილება განხორციელდება დადგენილებაში. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს,“ – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე. აღნიშნული დადგენილების თანახმად, იქამდე, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები: შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით). შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა. შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით. ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან. ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება. სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით. კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.

შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა. იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.). დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები: რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება; ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ“); სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა); სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება; სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები; ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.

გაზიარება204

დაკავშირებული -პოსტები

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე
მთავარი

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10...

დაწვრილებითDetails

ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 3 ახალგაზრდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა, წუხელ, ოზურგეთში მომხდარი ავარიის შედეგად. - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს “როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები-ქალა ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა,...

დაწვრილებითDetails

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა
მთავარი

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა - ინფორმაციას Reuters ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მათ შორის სულ მცირე 800 უცხოელია. პოლიციის თქმით, მოსალოდნელია, რომ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:   27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობა ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ხარჯვას. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს...

დაწვრილებითDetails

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
მთავარი

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.   ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.   ნეპალის პოლიციის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავჭალის ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგოს შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.   როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"