დღეს თემქაზე და ორთაჭალაში დასახლებულ დევნილების 150 ოჯახს გაუწიეს დახმარება პროდუქტებით, ტკბილეულითა და პირველადი მოხმარების ნივთებით – ინფორმაციას “მოძრაობა მომავლისთვის” ავრცელებს.
მათივე ცნობით არასამთავრობო ორგანიზაციამ “მოძრაობა მომავლისთვის” საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ბევრი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტი განახორციელა.
მოძრაობამ მამუკა ხაზარაძისა და მისი ოჯახის ფინანსური დახმარებით, 3000-ზე მეტ
კონკრეტულ ოჯახს გაუწია დახმარება თბილისში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ორგანიზაციის მიზანია, დავდგეთ ადამიანების გვერდით, ადამიანების, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში მხარდაჭერას საჭიროებენ.
ერთად გავიმარჯვებთ!










