ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საბავშვო საქანელა მოეწყობა.
საქანელას შეძენა-მონტაჟის ტენდერი (NAT200006219) ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 18 მარტს გამოაცხადა. მისი ღირებულება 9 460.00 ლარს შეადგენდა. ტენდერში რკინის საწარმომ “ჯთ დიზაინ მეტალს”-მა გაიმარჯვა.
როგორც კომანიის დირექტორმა თამაზ ალავიძემ “მეგა ტვ”-ს განუცხადა შშმ პირებისთვის საბავშო საქანელა ქუთაისში, კეკელიძის ქუჩაზე განთავსდება. მისივე თქმით კონსტრუქცია 2-3 დღეში იქნება მზად, სამონტაჟო სამუშაოები კი შემდეგ კვირას დასრულდება.












