ქუთაისში ტურიზმის ცენტრის წინ მდებარე სკვერში მინიატურული პარკის მოწყობის იდეით გამოდის ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი გამოდის.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მაქვს ასეთი იდეა, ამ ადგილზე გავაკეთოთ იმერეთის ტურისტული ადგილების მინიატურული პარკი,ისეთი როგორიც არის ციცინათელას პარკთან, ოღონდ იმერეთის რეგიონისთვის და ტურისტულად ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადგილებისთვის. აქვე არის რეგიონის და ქალაქის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც და თემატურად საინტერესო უნდა იყოს ტურიტისთვის.” – წერს ლაშა ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში.










