ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. პაციენტი ე.წ. ღვანკითის კლასტერს განეკუთვნება.
კლინიკას უკვე 39 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში ახალი პაციენტები არ შესულან.










