“ქართული ოცნება აპირებს 300 ლარიანი დახმარება მხარდამჭერებზე გასცეს და თუ თქვენს სახლში ნამყოფი არ არის ქართული ოცნების კოორდინატორი თქვენ ამ დახმარებას ვერმიიღებთ. – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით მაშინ, როდესაც გადაადგილება აკრძალული იყო, ქართული ოცნების აქტივისტები საშვებით დარბოდნენ და ადგენდნენ ამ სიებს.
დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მარეხი ნიჟარაძის ინტერვიუ წარმოადგინა, სადაც ის აღიარებს, რომ სანამ პრემიერი გახარია საზოგადოებას გააცნობდა თვიდდასაქმებულებისათვის 300 ლარიან დახმარების შესახებ, მანამ ქართული ოცნების აქტივისტების, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ წინასწარ იქნა შედგენილი ქართული ოცნების მხარდამჭერთა სიები, რომელთა დახმარებასაც ქართული ოცნება აპირებდა.
“სწორედ ამის გამო ხელისუფლება 840 ათასი თვითდასაქმებულის ნაცვლად აპირებს მხოლოდ 240 ათასის დახმარებას.
ეს ინტერვიუ მან ტელეკომპანია „რიონს“ მისცა იმ დღესვე, როდესაც ეს ინიციატივა გაჟღერდა.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია, რომ ეს ინტერვიუ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება გეგმავს ბიუჯეტიდან გამოყოფილი არასაკმარისი თანხების დახარჯვას პარტიული შეხედულებების მიხედვით.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის მთლიანი პროცესი საჯარო ინტერვიუში ასახა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ერთიან ნაციონალურ მოძრაობა მოითხოვს აღნიშნულ ფაქტზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და დაიკითხონ ქუთაისის საკრებულოს ის წევრები და ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებმაც მიიღეს და შემდგომ შეასრულეს აღნიშნული უკანონო დავალება.” – აცხადებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.









