ქუთაისში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის ინიციატივას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლებასა და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემას მოითხოვდა.
მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და ცდილობს, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას.
საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლებას და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას არ გეგმავს.
რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/2655449788028434/









