„კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრში წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან ორსული პაციენტი შეიყვანეს. დაახლოებით 18 კვირის ორსული იტალიიდან დაბრუნდა და სავალდებულო კარანტინს წყალტუბოში გადიოდა.
კლინიკაში ცხელების სიმპტომით კიდევ ორი პაციენტი იმყოფება, რომელთაც ცხელების ცენტრს თვითდინებით მიმართეს.
რაც შეეხება ცხელების ცენტრში მყოფ სხვა პაციენტებს, 4 მათგანის ლაბორატორიული კვლევის შედეგი ცნობილია და კვლევის შედეგად, კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.
“კლინიკა ბომონდი” დასავლეთ საქართველოში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც იღებს ცხელებიან ორსულებს. კლინიკის ცხელების ცენტრი 27 მარტიდან არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დრომდე 250-მდე პაციენტი მივიღეთ, მათ შორის 17 ცხელებიანი ორსული. აქედან 7 კატასტროფის სამსახურმა აფხაზეთიდან გადმოიყვანა. არც ერთ პაციენტს არ დადასტურებია კოვიდინფექცია. ყველას ჩაუტარდა შესაბამისი დიაგნოსტიკა, გამოკვლევა და მკურნალობა,”-ამბობს კლინიკის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, პროფესორი მამუკა მიქაძე.










