სამტრედიაში, დღეს დილით, კომენდანტის საათის დროს ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზია “ალტჰაუსიდან” წაღებულია მობილური ტელეფონები. დილით ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა,თუმცა ამაზე მეტი დეტალი ჯერ ცნობილი არ არის.
მაღაზიის თანამშრომლის თქმით, დღეს ხელმძღვანელმა ტექნიკის აღსაწერად გამოიძახა და მომხდარი ქურდობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.









