LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,მაჯიდ ჰასანის დარდში” გაცხადებული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის გზავნილი

,,მაჯიდ ჰასანის დარდში” გაცხადებული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის გზავნილი

დაპოსტა 2019/09/02-ში
A A
101
ნახვა
გაზიარება

ზურაბ გურული ამერიკაში მოღვაწე ექიმია, რომელიც  მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მოვლენების სიღრმისეული ხედვითა და ანალიზით გამოირჩევა. ჩემი ყურადღება ერთმა ისტორიამ მიიპყრო, რომლის წაკითხვა და გააზრება , თითოეულ ჩვენგანს საკუთარი მისიის უკეთ გააზრებაში დაეხმარება.

შევძლებთ კი,  მომავალ თაობებსაც ოცნების ასასრულებლად სხვა სამშობლოს ძებნა არ დასჭირდეთ?

აქ კარგად ჩანს ამერიკელი  პორტერის ოპტიმისტური განწყობა, უკეთესი მომავლის შენებისთვის და რეალისტური აღქმა იმ ქვეყნის შვილის, მაჯიდ ჰასანის , ვისზეც ეს ამერიკელი ზრუნავს.  ეს  ისტორია  უფრო მეტად საინტერესო იმის გამოცაა, რომ მასში საქართველოს ბედიც  იკითხება.

,,მაჯიდ ჰასანის დარდი

საკმაოდ ხშირად გვიწევს დაჭრილი მებრძოლების თვითმფრინავით ტრანსპორტირება მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან. ექიმების ჯგუფს, რომელიც ამ მისიებში მონაწილეობენ, “მფრინავ ქირურგებს” უწოდებენ. კიისლერის სამხედრო-საჰაერო ბაზა ერთერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი ბაზაა ამერიკაში და სულ რაღაც 1 საათის სავალზეა ჩვენი ჰოსპიტლიდან.
… ასე აღმოვჩნდი ერთერთ მისიაში ერაყული წარმოშობის ამერიკელ სისხლძარღვთა ქირურგთან მაჯიდ ჰასანთან ერთად უზარმაზარ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში. ცხადია, ვერც მისიის დეტალებს და ვერც მარშრუტს ვერ დავაზუსტებ, მაგრამ ამაზე არც ვაპირებ საუბარს.
საინტერესო იყო დოქტორ ჰასანთან საუბარი. პირველი თაობის ერაყელი ემიგრანტი დაახლოებით 10-15 წლით იქნებოდა ჩემზე უფროსი. დრო საკმარისზე მეტი გვქონდა და ბევრიც ვისაუბრეთ. ერთი დეტალი დამამახსოვრდა განსაკუთრებით.
… საუბარი ერაყში არსებულ სიტუაციას ეხებოდა. – როდის მორჩებიან ეს წყეულები საკუთარი ხალხის დაბომბვა-დახოცვას – კბილებში გამოცრა და გემრიელად შეიკურთხა მისისიპელმა ქირურგმა ერიკ პორტერმა. გამეღიმა. ჰასანს გადავხედე. არაფერი უთქვამს. ნერვულად ათამაშებდა სიგარეტის კოლოფს ხელში და დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთი წლის სიცოცხლეს დათმობდა ერთ გაბოლებაში. პორტერს გავხედე და თვალით ჰასანზე ვანიშნე. შეცბა და ენა მოიკვნიტა, განზე გაიხედა. კარგა ხანი ჩუმად ვისხედით.
– როცა ამერიკელ საშუალო ჯოს ნადირობა და თევზაობა მოსწყინდება, სწორედ მაშინ მოსწყინდებათ ერაყელ ველურებს ერთმანეთის ხოცვა – ცინიკური ღიმილით ამოიხვნეშა ჰასანმა და სიგარეტის მოჭყლეტილი ყუთი კუთხეში გაბრაზებით მოისროლა. – აი, თქვენ, ამერიკელებს გგონიათ, რომ ჩახვალთ ერაყში, ჩაიტანთ თავისუფლებას და ერაყელები უცებ მიაღწევენ ცივილიზაციის იგივე დონეს, რაც ამერიკაშია. დაიწყებენ სწავლას, მუშაობას, შეეშვებიან რელიგიურ ფანატიზმს და სრულად ეზიარებიან დასავლურ სტანდარტებს -.
– რატომაც არა – აღშფოთდა პორტერი. – წყეულ სადამ ჰუსეინს დამონებული ჰყავდა საზოგადოება და არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების საშუალებას; აი ჩვენ დავეხმარეთ ხალხს ამ სადისტის მოშორებაში და ახლა ყველაფერი რიგზე იქნება – დაასრულა ამაყად თავისი ტირადა და გამარჯვებული სახით გადმოგვხედა.
ჰასანს და მე ერთდროულად აგვიტყდა სიცილი. პორტერი გაბრაზდა. – ერიკ, დაწყნარდი – ვცადე მისი დამშვიდება, – კი მაგრამ, რას ფიქრობ, რატომ აგრძელებს ეს გათავისუფლებული ხალხი ერთმანეთის ხოცვას, თუ ყველაფერი მასე მარტივადაა-მეთქი. პორტერი ერთხანს დუმდა, მერე ათას სისულელეს მიედ-მოედო, დაწყებული თალიბანებით და დამთავრებული ბინ-ლადენით.
ჰასანი მოთმინებით უსმენდა. მერე ვეღარ მოითმინა და წამოდგა.
– მომისმინე პორტერ, შენ გგონია, რომ შესაძლებელია ცივილურობის ექსპორტი რომელიმე ქვეყანაში? თითოეული ერი თავისით უნდა განვითარდეს და მიაღწიოს იმ დონეს და სტანდარტებს, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებს აქვთ; წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთივე პროგრესი გექნება, როგორიც ბორატის ამერიკელ მასპინძლებს ჰქონდათ, როცა ის ვახშმად მიიწვიეს -.
პორტერს გაეცინა. მეც ვერ შევიკავე თავი. ჰასანი ერთხანს გაბრაზებული სახით გვიყურებდა, მერე თავადაც გაეცინა.
– კი მაგრამ – მაინც ვერ მოითმინა ერიკმა, – ესეიგი, თქვენი აზრით შეუძლებელია დახმარება, რომ ერი განვითარდეს? -.
ჰასანი ჩაფიქრდა. – კი, შესაძლებელია; მხოლოდ 2 გზით, ან ჰუსეინზე პროგრესული დიქტატორის საშუალებით, რომელიც თავისი ახირებით იმ დონემდე მიიყვანს ერს, რომ ისინი თავად ვერ იგუებენ ერთი კაცის მიერ მართულ ქვეყანას ან განათლებით, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მძლავრი ინტელექტუალური პოტენციალი პროგრესის მისაღწევად; საუბედუროდ ერაყს არცერთი არ გააჩნია და … – ჩაიქნია ხელი …
… – სისულელეა! – გაბრაზდა პორტერი. ჰასანს შევხედე, მეგონა იფეთქებდა. ჯერ ჩუმად იყო, მერე გაეღიმა და თავი გადააქნია. გულზე მომეშვა.
ერთხანს ჩუმად ვუსმენდით ძრავების გაუსაძლის ღმუილს…
… – თქვენთან როგორი სიტუაციაა, საქართველოში? – ახლა მე მომიბრუნდა პორტერი. კითხვას არ ველოდი. ჰასანს გადავხედე, ისიც ინტერესით მიყურებდა.
დავფიქრდი …” –  ზურაბ გურული.

თეგები: ზურაბ გურულიმაჯიდ ჰასანიმეგა ტვ
გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მკვლელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა...

დაწვრილებითDetails

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა . გამოცემის ცნობით, მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა. შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე...

დაწვრილებითDetails

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაციას  მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.  ...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში"...

დაწვრილებითDetails

,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა
მთავარი

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999 ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პოლონურ იაგელონიასთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგის ლიგის ზონაში გადაინაცვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები ტრიბუნასთან მივიდნენ და ქომაგებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში მოხდა 3.1(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა მოულოდნელად ახალი საქმე ან შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს სიმშვიდე და...

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

დღეს მარიამობაა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
28 აგვისტოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მთავარი

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.   ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"