მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უბედური შემთხვევის შედეგად კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.
23 წლის ახალგაზრდა მთის მცენარის საკრეფად იყო წასული და სავარაუდოდ კლდიდან გადავარდა. შემთხვევის დროს ის მარტო იმყოფებოდა.
ერთსაათიანი ძებნის შემდეგ ცხედარი გარდაცვლილის თანასოფლელებმა იპოვეს. შსს მომხდარ ფაქტზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.










