კორონავირუსით გამოწვეული ზიანისა და მომავალი ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, ბესო შერმადინ მიქელთაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ამერიკაში ამ იდიოტი ვირუსის გამო მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმის სექტორში რვა მილიონი ადამიანი დარჩა უმუშევარი ბოლო ორ თვეში! და ეს იმ ამერიკაში ხდება სადაც 8 ტრილიონი დოლარი უკვე ჩაასხეს ეკონომიკაში და შედრგი სრული ნულია!.
ამიტომ გეუბნებით ხალხნო ,ქვეყანაში სახელად საქართველო სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ყველაფერი , პარალელურად ხელისუფლებამ დაიწყოს მასიური მონიტორინგი არსებული ფაქტიური ეკონომიკური სიტუაციის შესწავლის მიზნით, და დაგეგმოს მისი პარალელური ხელშეწყობა რეალური ყოველდღიური სიტუაციის მიხედვით! უნდა გაირკვეს პირველ რიგში რა ბიზნესები გადარჩება , რა დარგი იმუშავებს , რა დარგის შველა იქნება კიდევ შესაძლებელი, რა დარგის მოქოქვა შეიძლება მოხდეს ნაწილობრივ მაინც. ეკონომიკის ტურბოლენტური რღვევა ქვეყანაში უკვე დაწყებულია, ნელ ნელა შემცირდა მყიდველები ყველგან რაც კი ღიაა ან გაიღო , ფაქტია ცარიელია ბაზრები რასაც თავადაც მშვენივრად ხედავთ მათ აღარ ყავთ მყიდველები. იცოდეთ ეკონიმიკის ტურბოლენტური რღვევა მთელს ქვეყანას გაანადგურებს!
მათ შორის შვიდი რვა თვის შემდეგ ჩამოშლის ქართულ ბანკებსაც !
ამიტომ სასწრაფოდ დასრულდეს უნდა კორონაისტერია და დავიწყოთ ეკონიმიკური ისტერია ქვეყნის გადარჩენის მიზნით!!”_წერს ბესო მოქელთაძე.
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს
მკვლელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა...










