LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი უკრაინიდან კი არ გაიწვიეს, არამედ დედაქალაქში კონსულტაციებისთვის დაიბარეს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი უკრაინიდან კი არ გაიწვიეს, არამედ დედაქალაქში კონსულტაციებისთვის დაიბარეს

დაპოსტა 2020/05/08-ში
A A
101
ნახვა
გაზიარება

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან კი არ გაიწვიეს, არამედ დედაქალაქში კონსულტაციებისთვის დაიბარეს, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ეს არ არის ყოველდღიური, თუმცა არის ჩვეულებრივი პრაქტიკა დიპლომატიურ სფეროში. როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ორი მეგობრული ქვეყნის ურთიერთობისთვის საქართველოს ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ.

„ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის. ჩვენ ბევრი გადაკვეთის წერტილი და საერთო გამოწვევა გვაქვს.

ამავდროულად, ეპიდემიის გადალახვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია ყველას საერთო ამოცანაა. ეს გამოწვევა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საჭიროებს ახალ მიდგომებსა და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, აქვს დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევები რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომელიც ფართოდაა აღიარებული მსოფლიოში.

ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტიონერს, გაითვალისწინონ წარმოდგენილი არგუმენტები და არ გახადონ ორმხრივი ურთიერთობები დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.

უკრაინა – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხის ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ყველა მხრივ განვავითაროთ.“- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

ბავშვთა სახლის ადგილას, 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

დასავლეთ ირლანდიაში, გოლვეის საგრაფოში გათხრების დროს 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს. გათხრები  ქალაქ ტუამში, ყოფილი კათოლიკურ დედათა და ბავშვთა ბავშვთა სახლის ადგილას მიმდინარეობს. გათხრების დეპარტამენტმა შედეგები გამოაცხადა. სპეციალისტებმა დამცავი კარვების ქვეშ...

დაწვრილებითDetails

15 წლამდე ასაკის პირებს სოციალურ მედიაზე წვდომა ეკრძალებათ – საფრანგეთმა კანონი მიიღო

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
მთავარი

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც 2027 წლის იანვრიდან 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. კანონის თანახმად, საფრანგეთში ყველამ უნდა დაადასტუროს საკუთარი ასაკი სოციალურ მედიაზე წვდომისთვის. კანონი...

დაწვრილებითDetails

ცნობილი მოდელი პოლონეტში, ტბაში იპოვეს გარდაცვლილი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

24 წლის მოდელისა და მომღერლის, ჯესიკა იარიკრეს ცხედარი, რომელიც 13 ივლისს გაუჩინარდა, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, საკუთარი სახლის მახლობლად ტბაში იპოვეს.   იარიკრე ბოლოს საღამოს, კუნიცკის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში ნახეს....

დაწვრილებითDetails

5 119 დაღუპული და 16 700-ზე მეტი დაშავებული – ვენესუელაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა
მთავარი

5 119 დაღუპული და 16 700-ზე მეტი დაშავებული - უკვე 26 დღეა ვენესუელაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის რეგიონებში ჰუმანიტარული კატასტროფაა, მიწისძვრამ 900-მდე შენობა დაანგრია, რის გამოც 18 000 მოქალაქე უსახლკაროდ...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე შეყვარებულებლმა ოჯახის 5 წევრი მოკლეს – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

აშშ-ის ილინოისის შტატში, 15 წლის სკოლის მოსწავლეს და მის 16 წლის შეყვარებულს ბრალი წაუყენეს ერთი ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობაში. კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა. „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, დანაშაული აღმოსავლეთ სენტ-ლუისში სამ მისამართზე...

დაწვრილებითDetails

მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აღარ შეეძლებათ

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ამ პროდუქტებთან დაკავშირებული 34 სიკვდილის შემთხვევა – რა უნდა იცოდეთ ენერგეტიკულ სასმელებზე
მთავარი

დიდ ბრიტანეთში მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აღარ შეეძლებათ. გამოცემა „სქაი ნიუსის“ ცნობით, საუბარია იმ ენერგეტიკულ საშუალებებზე, რომლებიც ერთ ლიტრზე 150 ან მეტ მილიგრამ კოფეინს შეიცავს.   გამოცემის ინფორმაციით, ისეთმა სასმელებმა,...

დაწვრილებითDetails

კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეთ მოზარდებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ძილის დარღვევა არაერთი ქრონიკული დაავადების განვითარებას უწყობს ხელს
მთავარი

გაერთიანებულ სამეფოში უფროსი ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე ღამის „კომენდანტის საათი“ დაუწესდებათ, თუმცა, მოზარდებს შეეძლებათ უარი თქვან ამ შეზღუდვაზე საკუთარი ანგარიშის პარამეტრების შეცვლით. მთავრობის გეგმის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ისეთი აპლიკაციები,...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ბრიუსელში, ლიფტში რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ტრაგედია ბრიუსელში, ლიფტში რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვეს
მთავარი

ბრიუსელისცენ­ტრში, მშე­ნე­ბა­რე ცა­თამბჯენ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ტრა­გე­დია სამ­შა­ბათს, Oxy tower-ის შე­ნო­ბა­ში მოხ­და, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი მო­ედ­ნი­დან, გრანდ-პლა­სი­დან, სულ რა­ღაც 500 მეტრში მდე­ბა­რე­ობს.   ხან­ძრის...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეს ევროპაში სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

მხოლოდ ივნისის ბოლო კვირაში, ევროპაში ძლიერი სიცხის გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ევროპული სიკვდილიანობის მონიტორინგის ქსელის, EuroMOMO-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმული ადამიანები...

დაწვრილებითDetails

ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ – დაღუპულუა 2 მაშველი (უცხოეთი)

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა
მთავარი

SHOT-ის ცნობით, ირკუტსკის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს ოთხი წლის ბიჭი, რომელიც ჯომარდობის დროს დაიკარგა. ცხედარი შელეხოვსკის რაიონში, სანაპიროსთან ახლოს იპოვეს. ძებნა ერთი კვირა გაგრძელდა. ტრაგედია 49 მონაწილისგან შემდგარი მასობრივი ჯომარდობის დროს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"