საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გამოყოს კოვიდ-19-სგან უსაფრთხო ტურისტული ზონები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი სხვა კურორტი, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები.
რომელი მიმართულები იქნება აქტუალური ტურიზმში პანდემიის დასრულების შემდეგ










