ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ძირულა ადიდდა. მდინარემ მიმდებარე ტერიტორია დატბორა, ასევე დაიტბორა ერთი ადგილობრივის მიწის ნაკვეთი.
მიმდებარედ ჩინური კომპანია საავტომობილო გზის მშენებლობას აწარმოებს, სავარაუდოდ დაზიანდა მათი ტექნიკა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სტიქიას სხვა პრობლემები არ შეუქმნია და ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.