პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე გოგი წულაია, მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა. გოგი წულაიამ ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები მიუტანა.
არველაძეების მრავალშვილიანი ოჯახი, უკვე წლებია ნაქირავებ სახლში ცხოვრობს და მათ შემოსავალს მარტო სოციალური და მრავალშვილიანობის დახმარება წარმოადგენს. ოჯახში 5 მცირეწლოვანი ბავშვია. მათგან ყველაზე პატარა წლისა და ხუთი თვისაა. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ყოველთვიურად 150 ლარს იხდის. საცხოვრებელი თანხის შესაბამის მდგომარეობაშია. ბინა სარემონტოა და ბავშვებისათვის არანაირი პირობები არაა. ნესტიანი გარემო, პატარების ჯანმრთელობაზე, უარყოფითად აისახება.
ოჯახის ერთადერთი სურვილი, საკუთარი საცხოვრებელი ფართის ქონაა. დახმარების მსურველებს, მრავალშვილიან ოჯახს ქუთაისში. ბუკიას ქუჩაზე 107 ა-ში შეუძლიათ მიაკითხონ.








