ქუთაისი და ბათუმი გაიხსნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამ ქალაქებიდან გასვლაც და შესვლაც უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. კვლავ ჩაკეტილი რჩება თბილისი და რუსთავი. სწორედ ამ ქალაქებში შესავლელად დასჭირდებათ ნებართვა ქუთაისელებს ახალ დადგენილებას დადებითად აფასებენ ქუთაისლები. მათი განმარტებით ცვლილება აუცილებელი და საჭირო იყო. „მნიშვნელოვანია რომ აღდგეს საზოგადოებრივი ტრანპორტით გადაადგილებაც“-აცხადებენ ისინი.
დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი
დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი - აღნიშნულის შესახებ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.









