ქუთაისში კიდევ ერთი აგრარული ბაზარი გაიხსნა. 1 ამისიდან ბოსტნეულისა თუ სხვა პროდუქციის შეძენა მომხმარებელს უკვე ნინოშვილის ბაზარზე შეუძლია. აქაც დაცულია ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლი გასცემს. მოვაჭრეები ხელთათმანებითა და პირბადეებით საქმიანობენ. დაცულია დისტაცია და მოწყობილია სადეზენფექციო ხსნარებით დისპანსერები, ბაზარში შემცირებულია როგორც მყიდველთა, ისე გამყიდველთა რაოდენობა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი ფასების სიძვირე, მეორე კი ტრსნპორტირების პრობლემაა.
ქუთაისში ავარია მოხდა
მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.









