დღეიდან ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაპზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებადრთულია ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ქუთაისშიც გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც დაგეგმილი და დაწყებული იყო ვირუსის გავრცელებამდე. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისი ს მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ნინოშვილის ქუჩის მე-19 ჩიხში, ბესიკის და ბერი თევდორეს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
პროკურატურამ გამოიკვლია ნია იმნაძის სახლში არსებული ფარული ჩანაწერების პატარა ეპიზოდი, იყო რამდენიმეწამიანი ეპიზოდი, სადაც ისმის ნია იმნაძისა და მისი მეგობრების კისკისი – ეკა კუპატაძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან....










