LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს დედასთან ერთად კიდევ 4 პირის განზრახ მკვლელობას ედავებიან

დაპოსტა 2020/05/01-ში
182
ნახვა
გაზიარება

სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნოდარ გამყრელიძე, რომელსაც ბრალი დაუმძიმეს და დედასთან ერთად კიდევ 4 პირის განზრახ მკვლელობას ედავებიან, აღნიშნულ ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძის ადვოკატმა გიორგი ქართველიშვილმა განუცხადა.

როგორც ქართველიშვილი განმარტავს, მომხდართან დაკავშირებით ნოდარ გამყრელიძე კვლავ არ საუბრობს და ბრალს ისევ არ აღიარებს.

თუ რის საფუძველზე მოხდა დაკავებულისთვის ბრალის დამძიმება, ამ კითხვაზე ადვოკატს პასუხი არ აქვს და აცხადებს, რომ არ იცის.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალის წარდგენიდან დღემდე მხოლოდ დედის მკვლელობას ედავებოდნენ, დამძიმებული ბრალის მიხედვით კი უკვე ოჯახის დანარჩენი წევრების დ მეზობლების მკვლელობასაც ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, ნოდარ გამყრელიძემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს – 1965 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, 1982 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, ასევე, მეზობლებს – 1975 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და 1950 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნივთმტკიცებებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღები.

ცნობისთვის, ყანდაურაში მკვლელობა გასული წლის 3 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ომარ გამყრელიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ის 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. მას იარაღის უკანონო – შეძენა – შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

გაზიარება73

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია სუს-ის თანამშრომლის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 26, 2026
128
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 52 წლის სიმონ წაქაძე, რომელიც უწყებაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და წერილი – პროკურატურამ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 26, 2026
95
მთავარი

პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო....

დაწვრილებითDetails

“მოვიდა დილით, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი, სავარძელზე დატოვა წერილი” – რა ხდება სუს-თან

იანვარი 26, 2026
903
მთავარი

"ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით...

დაწვრილებითDetails

არსებული ინფორმაციით, სუს-თან, მანქანაში ცხედარი იპოვეს

იანვარი 26, 2026
269
მთავარი

  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში სუს-ის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს და საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კლიმინალისტები.

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
281
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

2025 წელს იმერეთში უკანონო თევზჭერის 117 ფაქტი გამოვლინდა

იანვარი 24, 2026
34
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 368 ფაქტი სისხლის...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
513
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ე.ო. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი, თურქეთის...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

იანვარი 24, 2026
231
მთავარი

გვსურს, გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს

იანვარი 24, 2026
64
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე, მათ შორის -...

დაწვრილებითDetails

ტროტუარზე დგომისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

იანვარი 23, 2026
28
მთავარი

ტროტუარზე დგომისთვის ლუკა ნაგლიაშვილს, მიხეილ ზაქარეიშვილს, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას 4 და 5 დღით პატიმრობა შეეფარდათ.  აქციის მონაწილე ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».