LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

2019 წელს არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ქორწინების იძულების თაობაზე გამოძიება 14 ფაქტზე დაიწყო – შსს

დაპოსტა 2020/04/30-ში
90
ნახვა
გაზიარება

2019 წელს არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ქორწინების იძულების თაობაზე გამოძიება 14 ფაქტზე დაიწყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5-ით მეტია. ასევე, 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანგარიში უწყებამ დისტანციურად წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ზემოხსენებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის 175 ფაქტი გამოვლინდა, რომლის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტიანი გამოძიება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით შესწავლილ იქნა 200-მდე სისხლის სამართლის საქმე, რომლის შესაძლო ჩადენის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო და რომლებზეც 2019 წელს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150-ე პრიმა მუხლებით. 2019 წელს ზემოხსენებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის 175 ფაქტი გამოვლინდა, რომლის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2018 წლის მონაცემების, რაც 176 შემთხვევას შეადგენს. აღსანიშნავია, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია შესაძლო ქორწინების იძულების დანაშაულებზე (სსკ-ის 150-ე პრიმა მუხლი) პოლიციისადმი მომართვიანობისა და სისხლისსმართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წელს არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ქორწინების იძულების თაობაზე გამოძიება დაიწყო 14 ფაქტზე, ხოლო 2018 წელს – 9 ფაქტზე. ასევე, 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ, ხოლო 2018 წელს – 1 პირის მიმართ. გამოძიების დაწყების პარალელურად, სადაც გამოძიების საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა შესაძლო ქორწინების იძულების გარემოებები, მსხვერპლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შემაკავებელი ორდერის საფუძველზე არასრულწლოვნები გადაყვანილ იქნენ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში. მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ნაკლებობა და აღნიშნული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის სიმწირე კვლავ რჩება გამოწვევად, რის გამოც ხშირად შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე პოლიციის ინფორმირება რამდენიმე თვის დაგვიანებით ხდება. აღნიშნული ართულებს, ერთი მხრივ, დანაშაულის დროულ გამოვლენას და, მეორე მხრივ, ეფექტიან რეაგირებასა და საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას. შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით მნიშვნელოვანია მართლწესრიგის ოფიცრებისა და უბნის ინსპექტორთა როლის გაძლიერება, ხოლო გამოძიების ხარისხის გაზრდისათვის – გამომძიებელთა კვალიფიკაციისა და სენსიტიურობის ამაღლება. 2019 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და დაზარალებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე, გამომძიებლებისათვის მომზადდა სპეციალური ინსტრუქცია ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სტანდარტებზე, რომლის პრაქტიკაში აქტიურ გამოყენებაზე მონიტორინგს დეპარტამენტი ახორციელებს“, – აცხადებენ უწყებაში.

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის მეორე ნახევარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბავშვთა ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ჩატარდა.

მათივე ცნობით, არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის უწყებებთან როგორც დანაშაულის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისა და დაზარალებულთა სათანადო სერვისებში გადამისამართების, ისე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და საინფორმაციო კამპანიების ჩატარების მიმართულებით.

კონფერენცია დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და ადგილობივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია სუს-ის თანამშრომლის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 26, 2026
279
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 52 წლის სიმონ წაქაძე, რომელიც უწყებაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და წერილი – პროკურატურამ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 26, 2026
112
მთავარი

პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო....

დაწვრილებითDetails

“მოვიდა დილით, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი, სავარძელზე დატოვა წერილი” – რა ხდება სუს-თან

იანვარი 26, 2026
965
მთავარი

"ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით...

დაწვრილებითDetails

არსებული ინფორმაციით, სუს-თან, მანქანაში ცხედარი იპოვეს

იანვარი 26, 2026
279
მთავარი

  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში სუს-ის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს და საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კლიმინალისტები.

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
283
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

2025 წელს იმერეთში უკანონო თევზჭერის 117 ფაქტი გამოვლინდა

იანვარი 24, 2026
34
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 368 ფაქტი სისხლის...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
528
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ე.ო. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი, თურქეთის...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

იანვარი 24, 2026
240
მთავარი

გვსურს, გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს

იანვარი 24, 2026
66
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე, მათ შორის -...

დაწვრილებითDetails

ტროტუარზე დგომისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

იანვარი 23, 2026
28
მთავარი

ტროტუარზე დგომისთვის ლუკა ნაგლიაშვილს, მიხეილ ზაქარეიშვილს, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას 4 და 5 დღით პატიმრობა შეეფარდათ.  აქციის მონაწილე ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».