არგენტინის ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენელმა ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსაფრთხო სექსის შესახებ რჩევები მისცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ექიმმა ხოსე ბარლეტამ ტელემიმართვაში აღნიშნა, რომ მთავარი წესი სექსის შემდეგ ხელის დაბანაა, როგორც ფიზიკური, ასევე ვირტუალური კონტაქტის დროს.
„ახლა სექსუალური ურთიერთობის შემდეგ ხელის დაბანა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე იყო, ასევე მასტურბაციის ან ვირტუალური სექსის დროს. მნიშვნელოვანია სევე კლავიატურის, ტელეფონის, სექს-სათამაშოების და სხვა ნებისმიერი გამოყენებული ობიექტების დეზინფექცია“, – აღნიშნა ბარლეტამ.
არგენტინაში 20 მარტიდან კარანტინი მოქმედებს. ქვეყანაში კოროანვირუსის 2 669 შემთხვევა დადასტურდა, 122 ადამიანი კი გარდაიცვალა.










