ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით 26 პაციენტია მოთავსებული. ახლაგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გუშინ წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ასევე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ წყალტუბოს კლასტერიდან შეყვანილ სამი წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
აღსანიშნავია რომ, 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ პნევმონია აღენიშნებათ. პაციენტებს შორის სამი არასრულწლოვანია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს განმეორებითი ტესტების ჩატარება დაიწყო.
კლინიკაში სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
საქართველოში კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 84 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.










