“ქუთაისი, იმერეთი ვერაფრით ვერ აიტანს იმ პაციენტების შემოტევას რაც შეიძლება ამ მასიური დაავადების დროს მოხდეს” – ამის შესახებ “მეგა ტვ”-სთან ინტერვიუში “ელჯი და კომპანიის” დამფუძნებელმა, კარდიოლოგმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა.
“ვერ გაუძლებს სამედიცინო სექტორი შემოტევას, პანდემიას, თუ კი ეს გაგარძელდა ისე, როგორც იტალიაში, ესპანეთში, ამერიკაში. ვერ გავუძლებთ ვერაფრით. და რატომ? ჩვენთან 26 პაციენტი მკურნალობს, ერთი თვეა, მეტი გასული, რაც ამ პაციენტების მკურნალობა დავიწყეთ და მხოლოდ ერთის გაწერა შევძელით. ანუ 27 შემოვიდა და 1 გაეწერა, რამდენად ხანგრძლივია ის პერიოდი, რაც ამ პაციენტების მკურნალობას სჭირდება. იმ კვირაში იგეგმება 1 ან 2 პაციენტის გაწერა. ქუთაისი, იმერეთი ვერაფრით ვერ აიტანს იმ პაციენტების შემოტევას, რაც შეიძლება ამ მასიური დაავადების დროს მოხდეს. სამწუხარო და მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის ნამდვილი სახე, რომელ მკურნალობას ექვემდებარება, აცრა დიდხანს არ იქნება და იმაზეც ლაპარაკობენ თუ, რამდენად ეფექტური იქნება, იმიტომ რომ მუტირებას განიცდის და ის აცრა, რომელიც მზად იქნება შემოდგომაზე შეიძლება საერთოდ არ იყოს ეფექტური ამ კორონავირუსის ახალ ფორმაზე” – განაცხადა “ელჯი და კომპანიის” დამფუძნებელი, კარდიოლოგი ზაზა ლომინაძე.
ზაზა ლომინაძესთან სრულ ინტერვიუს მოისმენთ დღეს 19:00 საათზე მთავარის სპეციალურ გამოშვებაში.









