ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ე. წ. ფარცხანაყანევის კლასტერიდან ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს. ასევე იკვლევენ მის მცირეწლოვან შვილსაც და პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, საავადმყოფოში 25 პაციენტი მკურნალობს, მათგან რვა საშუალო სიმძიმისაა და აღენიშნება პნევმონია. პაციენტები ძირითადად ოჯახური კლასტერები არიან. სამ პაციენტს განმეორებითი ანალიზები ჩაუტარდებათ და შესაძლოა კლინიკიდან გამოჯანმრთელებულები რამდენიმე დღეში გაეწერონ.
თემურ ნადირაძის თქმით მათ კიდევ 7 პაციენტის მიღება შეუძლიათ, რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.
საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 77 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.









