,,სოფელს არ ესმის ჩვენი, ჩვენ სოფლისა გვესმის. მთელს მსოფლიოშია განსაცდელი. ვიაროთ უფლის გზით, ამაშია ხსნა. ამ სოფელში რომ არის სიკვდილი, ამას ვერ გავექცევით. განსაცდელის კი არ გვეშინოდეს, გზა ძლევისა განსაცდელისაგან ვიპოვოთ. სიყვარულმა შიში არ იცის, ჩვენ ვძლიოთ შიშს სიყვარულით“, – განაცხადა მეუფე იოანემ დიდი ხუთშაბათის წირვა-ლოცვაზე, რომელიც დღეს ბაგრატის ტაძარში აღევლინა.
როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, მეუფეს ამის შესახებ არ უსაუბრია.









