ვთქვათ ერთხელ უარი იმისათვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, ეკლესია გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ამის საჭიროება იქნება, საკარანტინო რეჟიმის კონტროლის ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.
„თუ საჭირო გახდა ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. ვნახოთ, როგორ გაიგებს ჩვენი მოსახლეობა ამას. დღეს მე ვუყურებდი მანქანები როგორ გადიოდა ქალაქიდან. თუ ჩვენ ოჯახებში შევიკრიბებით და სუფრას მოვაწყობთ, შეიძლება, ხუთივე, ექვსივე ადამიანი ჩაწვეს. მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ დღეს ვთქვათ ერთხელ უარი იმისათვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, ეკლესია გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია ,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ გადაცემა „მოამბეში“ საუბრისას.