ქუთაისში აგრარული ბაზრები დაიხურა და ტერიტორიაზე მუშაობას საცალო ვაჭრობის ობიექტები განაგრძობენ. სააღდგომოდ მოქალაქეთა სიმრავლე იყო ჭავჭავაძის ცენტრალური ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე . როგორც შიგნით ისე გარეთ. ბაზრის ტერიტორია ჩაკეტილია. აქ მხოლოდ ერთი შესასვლელიდან შესვლა და გამოსვლაა შესაძლებელი . მყიდველებს კარებშივე ხელებს სადეზინფექციო ხსნარით უმუშავებენ. შიგნით კი დისტანციის დაცვისთვის სპეციალური მისანიშნბელებია დაკრული. მიუხედავად ამისა როგორც მეგა ტვ-ის კამერამ დააფიქსირა მოქალაქეებს დისტანციის დაცვის ჩვევა ჯერ კიდევ გამომუშავებული არ აქვთ. ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლები მყიდველებს წესების დაცვისკენ მოუწოდებენ , თუმცა ვაჭროსბის აზარტში შესულ მოქალაქეებს ხშირად, როგორც ჩანს საფრთხე ავიწყდებათ.
18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი აქტიური დღე გელით. შესაძლოა, მოულოდნელმა ამბავმა გეგმები შეგიცვალოთ, თუმცა საბოლოოდ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ განვითარდეს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კურო ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის...









