ქუთაისის ინფექციურ საავაფმყოფოში წყალტუბოს საკარანტინე ზონიდან ს ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს, მას კოვიდ 19 დაუდასტურდა.
ქუთაისის ინფექციუში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის სამი ბავშვია. საავადმყოფოში არიან პაციენტები ქობულეთის სოფელ ლეღვადან, რომელიც ვირუსის ეპიცენტრია.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, მათთან მოთავსებული ყველა პირის დაინფიცირების პირველწყარო ცნობილია. პაციენტების უმრავლესობას პნევმონია აღენიშნება.
გასული 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული 56 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში
თვითიზოლაციაში 50 პირი რჩება. საკარანტინო სივრცეებში კი 445 ადამიანია მოთავსებული.









