LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორონავირუსის ლაბორატორიულ ვერსიას ავსტრალიელმა მეცნიერები მიაგნეს

კორონავირუსის სულ მცირე 70 პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა – ჯანმო

დაპოსტა 2020/04/14-ში
A A
111
ნახვა
გაზიარება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ამჟამად მუშაობა კორონავირუსის სულ მცირე 70 პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარეობს, მათგან სამი კი უკვე კლინიკურ ცდებს გადის.

ორგანიზაცია კანდიდატი ვაქცინების განახლებულ სიას აქვეყნებს, რომელიც ნათლად ასახავს ძალიან ბევრი კომპანიის ძალისხმევას კორონავირუსის დასამარცხებლად.

მაშინ, როდესაც ვირუსი გავრცელებას განაგრძობს, უკვე დააინფიცირა 1,9 მილიონზე მეტი ადამიანი და იმსხვერპლა 110 000-ზე მეტი პირი, მკვლევრები ერთმანეთს ვაქცინის შექმნაში ეჯიბრებიან.

კვლევებში ჩართულია მრავალი ორგანიზაცია, ფარმაცევტული გიგანტებიდან და ბიოტექნოლოგიური კომპანიებიდან დაწყებული, აკადემიური ცენტრებითა და არაკომერციული ჯგუფებით დამთავრებული.

როგორც წესი, ახალი ვაქცინის შექმნა ძვირი, რთული და ხანგრძლივი პროცესია, მოითხოვს ასობით მილიონ დოლარს და წლებს იმის შესამოწმებლად, არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი პანდემია კორონავირუსის მესამე ეპიდემიაა 21-ე საუკუნეში (SARS-ის და MERS-ის შემდეგ), ჯერ კიდევ არ არსებობს კორონავირუსების საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა.

ფარმაცევტულ კომპანიებსა და ჯანდაცვის უწყებებს იმედი აქვთ, რომ ამჟამინდელი სიტუაციის სიმკაცრიდან გამომდინარე, ვაქცინის შექმნა გაცილებით მოკლე დროში მოხერხდება.

ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია CanSino ექსპერიმენტული ვაქცინის ადამიანებზე ცდების უკვე მეორე კლინიკურ ფაზაშია; ადამიანებზე ტესტირება ასევე დაიწყეს ამერიკულმა სტარტაპმა Inovio-მ და ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ.

ვაქცინაზე აქტიურად მუშაობენ ისეთი უმსხვილესი ფარმაცევტული კორპორაციებიც, როგორებიცაა ამერიკული Johnson & Johnson-ი და ფრანგული Sanofi.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის შექმნას სულ მცირე 12-18 თვე უნდა ველოდოთ; ზოგიერთი ექსპერტის აზრით კი, ეს დროც ცოტაა და სარისკოა ვაქცინის უსაფრთოების მხრივ.

„დოქტორმ ფაუჩის მიერ დასახელებული 12-18 თვე ჩემი აზრით სასაცილოდ ოპტიმისტურია, დარწმუნებული ვარ, მისთვისაც“, — უთხრა როტავირუსის ვაქცინის თანაგამომგონებელმა პოლ ოფიტმა CNN-ს.

ახალი ვაქცინების ტესტირება პირველ რიგში ლაბორატორიაში უნდა მოხდეს, შემდეგ ცხოველებზე, შემდეგ კი უსაფრთხოება შემოწმდეს ადამიანთა მცირე ჯგუფზე, ამის შემდეგ კი უნდა დაიწყოს ადამიანთა დიდ ჯგუფებზე ტესტირება ვაქცინის ეფექტიანობის შესამოწმებლად.

ექსპერტები შიშობენ, რომ სისწრაფეში რომელიმე ამ ნაბიჯის გამოტოვებამ შეიძლება გაზარდოს „იმუნური გაძლიერების“ რისკი, როდესაც ვაქცინა ადამიანს ვირუსის წინაღმდეგ სინამდვილეში უფრო ასუსტებს.

„ამ რისკის შემცირების გზაა დარწმუნდე, რომ ის ლაბორატორიაში ცხოველებზე ტესტირებისას არ დაფიქსირდეს“, — ამბობს ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ტროპიკული მედიცინის ეროვნული სკოლის ხელმძღვანელი პიტერ ჰოტეზი.

თუმცა, კორონავირუსის ვაქცინის სწრაფად შექმნის მიზნით, ზოგიერთმა ფარმაცევტული კომპანიამ ცხოველებზე ტესტირების ფაზა გამოტოვა.

„მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინის სწრაფად შექმნა,მაგრამ მთელ ჩემს ცოდნაზე დაყრდნობით შემიძლია განვაცხადო, რომ ვაქცინები ასე არ იქმნება“, — ამბობს ჰოტესი.

 

1tv.ge

გაზიარება61

დაკავშირებული -პოსტები

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა. 
მთავარი

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ნიუ-იორკში დრონების განათებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები გამოსახეს. მოგვიანებით, დაღუპულთა ოჯახის წევრები...

დაწვრილებითDetails

ჯო უილსონი – ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომელიც ავტორიტარულად ცდილობს ხელში ჩაიგდოს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა – ჯო უილსონი
მთავარი

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. „ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით,...

დაწვრილებითDetails

„დნმ-ის დაზიანების რისკი“ – შებოლილი არომატიზატორები აიკრძალა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
„დნმ-ის დაზიანების რისკი“ – შებოლილი არომატიზატორები აიკრძალა
მთავარი

2026 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირში საკვები პროდუქტების უმეტესობაში გარკვეული შებოლილი არომატიზატორების გამოყენება აღარ შეიძლება. შეზღუდვა შეეხო ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ჩიფსები, სხვადასხვა ხემსი, BBQ და გრილის სოუსები, მზა სუპები და კერძები,...

დაწვრილებითDetails

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს
მთავარი

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, ზემო ტრიშული-1 ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ცოცხლად ამოიყვანეს. გადარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ნეპალის არმიამ...

დაწვრილებითDetails

ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს
მთავარი

ნეპალში, მდინარე ტრიშულიზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული გვირაბიდან, წყალდიდობიდან 9 დღის შემდეგ, ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ენერგეტიკის მინისტრის, ბირაჯ ბჰაქტა შრეშთას, ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემო ტრიშული...

დაწვრილებითDetails

მასწავლებელმა ნეპალში 900 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
მასწავლებელმა ნეპალში 900 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
მთავარი

ნეპალში მომხდარი უმძიმესი სტიქიის ფონზე ერთი მასწავლებლის სწრაფმა გადაწყვეტილებამ ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა. საშუალო სკოლაში მომუშავე რაჯენდრა დავადიმ 900 მოსწავლე სკოლიდან რამდენიმე წუთით ადრე გაიყვანა, სანამ ძლიერი წყალდიდობა შენობას მთლიანად გაანადგურებდა....

დაწვრილებითDetails

ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა
მთავარი

ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, ხოლო 4 400-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 840-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის...

დაწვრილებითDetails

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა
მთავარი

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა - ინფორმაციას Reuters ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მათ შორის სულ მცირე 800 უცხოელია. პოლიციის თქმით, მოსალოდნელია, რომ...

დაწვრილებითDetails

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
მთავარი

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.   ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.   ნეპალის პოლიციის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა
მთავარი

რუსული ანიმაციური სერიალის “მაშა და დათვის“ შემქმნელებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. ისინი მიიჩნევს, რომ „საბავშვო კონტენტად შენიღბული სერიალი ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს“, რაც სახიფათოა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 20 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"