LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსით გამოწვეული სტრესი

რამდენ ხანს რჩება კორონავირუსი ორგანიზმში და რას ნიშნავს COVID-19-ისგან განკურნდება

დაპოსტა 2020/04/13-ში
A A
3k
ნახვა
გაზიარება
კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა უმეტესობა იკურნება . ამ დროისათვის მსოფლიოში 434 000-ზე მეტი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

„თუ ყველაფერი კარგად წავიდა, თქვენი იმუნური სისტემა საბოლოოდ მთლიანად ანადგურებს თქვენს სხეულში არსებულ ვირუსს. პირი, რომელიც ინფიცირებული იყო და ვირუსს ჯანმრთელობაზე დატოვებული ეფექტების გარეშე გადაურჩა, ითვლება გამოჯანმრთელებულად“, — წერს ინდიანის პერდიუს უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი ტომ დუზინსკი.

თუმცა, ჯერ კიდევ რჩება მრავალი გაურკვევლობა. უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი გამოჯანმრთელდა, რა გავლენას მოახდენს ეს დაავადება მათზე გრძელვადიან პერსპექტივაში ან რამდენ ხანს იქნებიან მის მიმართ იმუნური. სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაფერს, რაც ამ დროისათვის არის ცნობილი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა შესახებ.

გამოჯანმრთელება რიცხვებში

მიუხედავად იმისა, რომ ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების 434 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ნამდვილი რიცხვი სავარაუდოდ ამაზე გაცილებით მაღალია.

მართალია, ჯონს-ჰოპკინსი ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს თითოეული ქვეყნის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით ითვლის, მაგრამ მონაცემები განკურნებულთა შესახებ ნაკლებად ზუსტია. ბევრი ქვეყანა, შტატი, ტერიტორია თუ რეგიონი არ იუწყება, რამდენი მათი მცხოვრები გამოჯანმრთელდა.

„ჩინეთს გარეთ გამოჯანმრთელების შემთხვევები გახლავთ ქვეყნის მასშტაბის შეფასებები, რომლებიც ეფუძნება მედიაში გავრცელებულ ცნობებს და შესაძლოა, ნამდვილ რიცხვებზე გაცილებით დაბალი იყოს“, — უთხრა უნივერსიტეტის პრესსპიკერმა დუგლას დონოვანმა CNN-ს.

გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ტესტირებას არც ისე ფართო მასშტაბი აქვს და ხშირად, ოფიციალური დიაგნოზი ცნობილია მხოლოდ ყველაზე მძიმე შემთხვევებისთვის. ნაკლებად ხდება მსუბუქი სიმპტომების მქონე ან უსიპმტომო ადამიანთა ტესტირება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების და გამოჯანმრთელების შემთხვევებში საერთოდ არ აღირიცხება მსუბუქი სიმპტომების მქონე ძალიან ბევრი ადამიანი.

ეს ფაქტი ექსპერტებს საკმაოდ უშლის ხელს, რთულდება დაავადების შესწავლა და მისი ტრაექტორიის პროგნოზირება.

„მოსახლეობაში ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის ცოდნა ძალიან გამოსადეგი იქნებოდა უკეთესი მოდელების შექმნისთვის, რის საფუძველზეც უფრო კარგად შევძლებდით დაავადების პიკისა და დაღმასვლის პროგნოზირებას, ასევე მიახლოებით გავიგებდით, როდის შეძლებენ ადამიანები სამსახურებში დაბრუნებას“, — უთხრა CNN-ს ინფექციურ დაავადებათა პროფესორმა ბალა ჰოტამ.

რას ნიშნავს გამოჯანმრთელება

როგორც ჰოტამ CNN-ს განუცხადა, მრავალ გამოჯანმრთელებულ პაციენტს კიდევ აქვს მსუბუქი ხველა და დაღლილობის შეგრძნება, თუმცა, ისინი გადამდები უკვე აღარ არიან. სრულიად ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას შეიძლება დიდი ხანი დასჭირდეს.

„დაავადებისგან სრულად გამოჯანმრთელებისათვის დაახლოებით ექვსი კვირაა საჭირო. ძალიან მძიმედ ავადმყოფებს კი გამოჯანმრთელებისათვის შეიძლება თვეებიც დასჭირდეთ“, — ამბობდა მარტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელ სიტუაციათა პროგრამის დირექტორი, დოქტორი მაიკ რაიანი.

ეს პროცესი განსხვავებულია იმ პაციენტთათვის, რომლებიც სასუნთქ აპარატზე იყვნენ მიერთებული.

„ვენტილატორზე მიერთებულ ადამიანებს ამ აპარატის დახმარება ხშირად რამდენიმე კვირის განმავლობაში სჭირდებათ. აპარატიდან მოხსნის შემდეგ კი, ისინი ხშირად რამდენიმე დღე რჩებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ამის შემდეგ რამდენიმე დღეს ან კვირას კი ისევ ჩვეულებრივ პალატაში ატარებენ მოსაძლიერებლად“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჰარბორვიუს სამედიცინო ცენტრის პროფესორი, დოქტორი რანდალ კურტისი.

ხანგრძლივი ეფექტები

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პათოლოგიების პროფესორმა შუ-იუან სიაომ ABC News-ს განუცხადა, რომ COVID-19-ის მსუბუქ შემთხვევათა უმეტესობა იკურნება ისე, რომ არ რჩებათ რაიმე ხანგრძლივი ეფექტები. თუმცა, მძიმე პაციენტთა შემთხვევაში სიტუაცია ცოტა უფრო რთულადაა.

ჰონგ-კონგის ჰოსპიტალი მარტში იუწყებოდა, რომ 12 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 2-3-ს ექიმთან შემდგომი ვიზიტებისას აღენიშნებოდა ფილტვის მოცულობის შემცირება. გამოცემა South China Morning Post-ის ცნობით, სიარულის დროს მათ სუნთქვა უჭირდათ. ცხრა პაციენტის ფილტვების კვლევებმა გამოავლინა ამ ორგანოს დაზიანების ნიშნები.

იმის გამო, რომ კორონავირუსი პირველად დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა, დრო ჯერ საკმარისი არ არის გამოჯანმრთელებულ პაციენტთა კვლევებისა და შედეგების გამოქვეყნებისთვის.

„ეს გახლავთ გარკვეულწილად შეუსწავლელი ჯგუფი“, — ამბობს ჰოტა.

ექსპერტებს აქვთ განცდა, რომ ეფექტები იგივეა, რაც მძიმე პნევმონიას აქვს სხეულზე. მწვავე რესპირატორული აშლილობის სიდრომის (ARDS) განვითარების შემთხვევაში, პაციენტს შეიძლება დაუზიანდეს ფილტვის ქსოვილები.

„ეს იგივეა, რაც გექნებათ ნებისმიერი იმ ტიპის პნევმონიის შემთხვევაში, რომლის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდებით“, — ამბობს ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი ამეშ ადილია.

როგორც ადილია, ისე პროფესორი სიაო აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტს ფილტვების ფუნქცია სრულად შესაძლოა, აღარასოდეს აღუდგეს.

ანტისხეულები და იმუნურობა

ინფიცირებულ ადამიანებს გამოუმუშავდებათ ანტისხეულები, რომლებიც სავარაუდოდ შეებრძოლებიან კორონავირუსს, თუკი ის მათ კვლავ შეეყრებათ. ანუ, ისინი იმუნურები ხდებიან, მაგრამ უცნობია, რამდენ ხანს გრძელდება ასეთი დაცვა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „დაენიძლავება ვისაც უნდა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანები ნამდვილად დაცულები არიან ხელახლა ინფიცირებისგან“.

გასულ კვირაში ფაუჩიმ ასევე განაცხადა, რომ რადგან ვირუსი დიდად არ მუტირებს, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა იმუნურობას ვიხილავთ გავრცელების მეორე ტალღისას, შემოდგომაზე.

„თუ ადამიანი თებერვალში ან მარტში დაინფიცირდა და გამოჯანმრთელდა, დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბერში ან ოქტომბერში ინფიცირების შემთხვევაში ის დაავადებისგან დაცული იქნება“, — აღნიშნა ფაუჩიმ.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამონაჯმრთელებულ ადამიანთა იდენტიფიცირება დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში — ასეთ ადამიანებს სამსახურში უსაფრთხოდ დაბრუნება შეეძლებათ.

რამდენიმე კომპანია აწარმოებს სისხლის ტესტებს, რომლებსაც შეუძლია დააფიქსიროს COVID-19-ის ანტისხეულები, ანუ გამოავლინოს იმუნური ადამიანები.

„საბოლოოდ, სწორედ ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმის გარკვევაში, ვინ შეიძლება დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. იმუნური ადამიანები შეიძლება პირველები იყვნენ, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებიან და ყველაფერს უწინდებურად დაიწყებენ“, — უთხრა მაუნთ-სინაის აიკანის მედიცინის სკოლის ვაქცინოლოგიის პროფსორმა ფლორიან კრამერმა Reuters-ს.

თუმცა, ზოგიერთი ცნობა აღვიძებს შიშებს, რომ იმუნურობა იმდენ ხანს არ გრძელდება, რისი იმედიც გვაქვს.

რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ 51 გამონაჯმრთელებული ადამიანი კორონავირუსით კვლავ დაინფიცირდა. მსგავსი ინციდენტების შესახებ იუწყებოდა ჩინეთიც. თუმცა, როგორც სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ცონგ იუნ-კიონი აღნიშნავს, ამ 51 პაციენტში ვირუსი სავარაუდოდ ხელახლა გააქტიურდა და საქმე არ გვაქვს ხელახლა ინფიცირებასთან.

როდისაა შესაძლებელი თვითოზოლაციიდან გამოსვლა

თუკი ავად ხართ და გსურთ გაარკვიოთ, გამოჯანმრთელდით თუ არა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სახელმძღვანელოს მიხედვით, ეს დამოკიდებულია ტესტირებაზე.

თუკი ტესტირება არ ჩაგიტარდათ, იზოლირებული უნდა დარჩეთ იქამდე, ვიდრე არ დააკმაყოფილებთ სამ კრიტერიუმს — სიცხე არ უნდა გქონდეთ სულ მცირე 72 საათის განმავლობაში (დამწევი პრეპარატების მიღების გარეშე), უნდა გაუმჯობესდეს სხვა სიმპტომები (სუნთქვის უკმარისობა ან ხველება) და ამ სიმპტომების გაქრობიდან უნდა გავიდეს სულ მცირე შვიდი დღე.

ტესტის ჩატარების შემთხვევაში, საჭიროა, რომ უარყოფითი პასუხი დაგიფიქსირდეთ ორჯერ, 24-საათიანი შუალედით. ტესტი უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც აღარ გაქვთ სიცხე და გაუმჯობესებულია სხვა სიმპტომებიც.

მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან, როდის აღარ არის ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის გადამდები; გერმანელ მეცნიერთა კვლევის მიხედვით, კორონავირუსის პაციენტი ვირუსების ყველაზე დიდ ოდენობას ინფიცირებიდან მალევე გამოყოფს. მსუბუქ შემთხვევებში, გამოყოფილი ვირუსების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება ხუთი დღის შემდეგ.

ამავე კვლევის მიხედვით, მსუბუქი პაციენტები გადამდები უკვე აღარ იყვნენ სიმპტომების გამოჩენიდან რვა დღის შემდეგ. შედარებით მძიმე პაციენტები კი სხვებისთვის გადამდებები 10-11 დღის შემდეგ აღარ აღმოჩნდნენ.

1TV.GE

გაზიარება1226

დაკავშირებული -პოსტები

3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

"მიმართვა ქალაქის მერს! ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში ტბა 7 ლარად  შეაფასეს და  3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი
მთავარი

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს - რას ყვება ადგილობრივი  

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
5 რამ, რაც დაქორწინებულებმა საიდუმლოდ უნდა შეინახონ
მთავარი

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა,“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე – მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მოთმინებით,...

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის ნიშნებით საბავშვო ბაღების 100-ზე მეტი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო – მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ბავშვის მდგომარეობა გართულების რისკს არ შეიცავდა. „100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა,...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმაა ბათუმში

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
“დატბორვა და გზებზე გადაადგილების პრობლება” – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე დაიტბორა.მოქალაქეების განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემები, აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე შეიქმნა. გზებზე წყელმა შეაფერხა საავტომობილო მოძრაობაც. ადგილობრივები, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ, ამბობენ რომ ძლიერი...

დაწვრილებითDetails

თუ არის ჩვენი მხირდან რაიმე არასწორად გაკეთებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება – კახა კალაძე

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

მტკიცებით იმის თქმა, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც ამის გამორიცხვა არასწორია - ეს არის კახი კალაძის პირველი კომენტარი მერიის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ. "ქართული ოცნების" ლიდერი "პირველების" კითხვის...

დაწვრილებითDetails

ციციშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 3 ბავშვი მოათავსეს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ ეტაპზე 8 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხიაძემ განაცხადა, ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილით კიდევ 3 ბავშვი შევიდა...

დაწვრილებითDetails

ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება
მთავარი

ბავშვებში ბოლო პერიოდში ფსიქოგენური ცხელების შემთხვევებმა იმატა - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. ექიმის განმარტებით, ფსიქოგენური ცხელების გამომწვევ მიზეზებს შორის, სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა ეკრანზე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმყოფებოდა

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმყოფებოდა
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო. შაიხა ნასერ ალ ნუვაისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"