კორონავირუსის დიაგნოზით ორი ახალი პაციენტია მოათავსეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში.
ორივე შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ისინი ქუთაისელი პაციენტის ოჯახის წევრები არიან. ერთს პაციენტს ანალიზი კლინიკაში აუღეს, მეორე არასრულწლოვანი კი ბათუმიდან ჩამოიყვანეს.
ამ დროისთვის კლინიკაში 18 პაციენტია მოთავსებული, მათგან ორი ბავშვია.
ქუთაისის ინფექციურში დღეს ორ ახალ პაციენტს ელოდებიან, რომლებიც თერჯოლის კლასტერს წარმოადგენს. მათ ანალიზი ლაბორატორიაში გუშინ აუღეს.
რაც შეეხება ლაბორატორიას, ჯამში 48 ანალიზი შემოწმდა, მათგან სამი დადებითი პასუხი მიიღეს. ერთი პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაჰყავთ.










