თბილისის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინსტიტუტის დანარჩენი თანამშრომლები, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან. სამედიცინო დაწესებულება დახურულია. კლინიკაში დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც მივიდნენ.
“მთავარი არხის” ინფორმაციის კორონავირუსით დაინფიცირებულია კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ექიმი. მას ”კოვიდ-19-ის” სიმპტომები ჯერ კიდევ 9 აპრილს გამოუვლინდა, ხოლო 10-ში დაუდასტურდა კორონავირუსი.ამ დროისთვის თბილისის მედიცინის ცენტრის ათამდე ექიმი კარანტინშია. მათ კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ. მედიკოსები ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხებს ელოდებიან.
“ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ვისაც მასთან ჰქონდა შეხება საკარანტინე ზონაში არიან. პაციენტები გაწერილები არიან. მათ ტესტირება ცაუტარდება. კარანტინის გამოცხადება ეპიდემიოლოგიურმა სურათმა განაპირობა” – განაცხადა კლინიკის თანამშრომელი.
ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე
ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...










