LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ ეტაპზე ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი არ დადასტურებულა – ვახტანგ ლომჯარია

ამ ეტაპზე ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი არ დადასტურებულა – ვახტანგ ლომჯარია

დაპოსტა 2020/04/11-ში
A A
241
ნახვა
გაზიარება

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ამ ეტაპზე ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი არ დადასტურებულა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა.

„აქამდე არ დადასტურებულა ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი, მაგრამ დადასტურებულა პირიქით, ადამიანიდან ცხოველზე გადადების ფაქტი.

ზოგადად, კორონავირუსები გავრცელებულია ცხოველებშიც, მაგრამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით, რომ ცხოველები წარმოადგენენ რაიმე საფრთხეს და ამის გამო დამატებითი სიფრთხილის ზომებია საჭირო – არა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჰიგიენური ნორმა და დისტანცია დავიცვათ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თავშესაფარში დაკარგულის მქონე სტატუსის ცხოველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

„აჟიოტაჟია ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება ცხოველების სახლიდან გამოგდება, თუმცა სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ამის საწინააღმდგოზე მეტყველებს. გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, პირიქით – შემცირებულია დაკარგული ცხოველის სტატუსტით შემოსულთა რაოდენობა, დაახლოებით 17%-ით. ის ფაქტი, რომ ადამიანები ქუჩაში უფრო ნაკლები არიან ვიდრე ადრე იყვნენ და ძაღლები იგივე რაოდენობით, გარკვეულწილად ქმნის ილუზიას, რომ ძაღლები უფრო მეტია, მაგრამ სინამდვილეში, დაახლოებით იგივე რაოდენობაა. სამწუხაროდ, ადამიანები ქუჩაში ყოველთვის აგდებდნენ ძაღლებს. ეს ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ ამ ეტაპზე თბილისში ამის შემცირების სტატისტიკა გვაქვს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება საკვების პრობლემას, ლომჯარიას განცხადებით, თბილისში ძაღლები ამის პრობლემას არ განიცდიან.

„რეგიონებში, უღელტეხილებზე ძალიან ხშირად გვხვდებიან ძაღლები, რომლებიც საკვების ნაკლებობის პრობლემას განიცდიან, თუმცა თბილისში აქამდე ამის პრობლემა არასოდეს არ გვქონია. თუმცა, კონკრეტული ცხოველების კონკრეტული ადამიანებისგან გამოკვების სისტემა დაირღვა. ადამიანები, რომლებიც სამსახურში მიდიოდნენ და იქ უვლიდნენ ცხოველებს, ახლა კი დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასული, ამას ვეღარ ახერხებენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ძაღლები სხვა რამით არ იკვებებიან. იმისათვის, რომ ჩვენ თავი დავიზღვიოთ, ინიციატივაში შემოგვიერთდა კერძო სექტორიც და 5 ტონა საკვები გადმოგვცეს, რომლის დარიგებაც უკვე დაწყებულია. მსურველები რეგისტრირდებიან, გვირეკავენ, გვწერენ და ვინც სურვილი გამოიჩინა, ყველას ვეხმარებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

გაზიარება104

დაკავშირებული -პოსტები

3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

"მიმართვა ქალაქის მერს! ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში ტბა 7 ლარად  შეაფასეს და  3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი
მთავარი

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს - რას ყვება ადგილობრივი  

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
5 რამ, რაც დაქორწინებულებმა საიდუმლოდ უნდა შეინახონ
მთავარი

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა,“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ...

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის ნიშნებით საბავშვო ბაღების 100-ზე მეტი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო – მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ბავშვის მდგომარეობა გართულების რისკს არ შეიცავდა. „100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა,...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმაა ბათუმში

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
“დატბორვა და გზებზე გადაადგილების პრობლება” – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე დაიტბორა.მოქალაქეების განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემები, აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე შეიქმნა. გზებზე წყელმა შეაფერხა საავტომობილო მოძრაობაც. ადგილობრივები, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ, ამბობენ რომ ძლიერი...

დაწვრილებითDetails

თუ არის ჩვენი მხირდან რაიმე არასწორად გაკეთებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება – კახა კალაძე

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

მტკიცებით იმის თქმა, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც ამის გამორიცხვა არასწორია - ეს არის კახი კალაძის პირველი კომენტარი მერიის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ. "ქართული ოცნების" ლიდერი "პირველების" კითხვის...

დაწვრილებითDetails

ციციშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 3 ბავშვი მოათავსეს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ ეტაპზე 8 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხიაძემ განაცხადა, ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილით კიდევ 3 ბავშვი შევიდა...

დაწვრილებითDetails

ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება
მთავარი

ბავშვებში ბოლო პერიოდში ფსიქოგენური ცხელების შემთხვევებმა იმატა - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. ექიმის განმარტებით, ფსიქოგენური ცხელების გამომწვევ მიზეზებს შორის, სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა ეკრანზე...

დაწვრილებითDetails

ცნობილია სიღნაღში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ცნობილია სიღნაღში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცების ვინაობა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 66 წლის გივი ღვინიაშვილი და 55 წლის ზაზა გუჯიაშვილი ემსხვერპლნენ.   გარდაცვლილები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან.   თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანთან „ფორდის“...

დაწვრილებითDetails

ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი! – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი! – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

თბილისის N72-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ილია, საოცარი ბიჭი, ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი! ვიზიარებთ ოჯახის ტრაგედიას და გამძლეობას ვუსურვებთ“,- წერს სკოლა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"