LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი ცნობილია

კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი ცნობილია

დაპოსტა 2020/04/09-ში
A A
190
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ.

დოკუმენტში კონკრეტულად არის გაწერილი, რა შემთხვევაში უკავშირდება პაციენტი ოჯახის ექიმს.

„კერძოდ, თუ მას აქვს ცხელება, ხველა და ქოშინი, ან ასევე სხვა ნიშნები, მაგ.: დაღლილობა (ხშირი) ან შეუძლოდ ყოფნა (პაციენტის გადმოცემით) – 38-69%-ში; ანორექსია (მადის დაქვეითება) – 40%-ში; ნახველის გამოყოფა (ხშირი) – 26-33%-ში; ყელის ტკივილი (ხშირი) – 5-17%-ს – ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე; დაბნეულობა (იშვიათი) – 9%-ში; თავბრუსხვევა (იშვიათი) – 9%-ში; თავის ტკივილი (იშვიათი) – 6-14%-ში; ცხვირიდან წყალივით გამონადენი (იშვიათი) – 4-5%-ში; ტკივილი გულმკერდის არეში (იშვიათი) – 2-5%-ში; შესაძლოა, პნევმონიის გამო; გასტროინტესტინური სიმპტომები (იშვიათი) – 1-10%-ში; კონიუნქტივის ჰიპერემია (იშვიათი) – 1%-ში. დიაგნოზი; ბრონქული სუნთქვა (იშვიათი) – შესაძლოა, ასახავდეს პნევმონიის არსებობას; ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა (ანოსმია და აგევზია) – ბოლო დროს დაგროვილი კლინიკური გამოცდილებით ეს სიმპტომები ზოგჯერ შესაძლოა, წინაც კი უსწრებდეს ხველისა და ცხელების განვითარებას;

ასევე ოჯახის ექიმს პაციენტი ატყობინებს იმ შემთხვევაშიც, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში ან თავად იყო საზღვარგარეთ ან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ უცხოეთიდან ჩამოსულ პირთან; ან ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი გასული 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან. ახლო კონტაქტი გულისხმობს ასეთ პირთან 2 მეტრის და უფრო ახლო მანძილზე ხანგრძლივად ყოფნას პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი რეკომენდაციები ექიმებისთვისაც, რომელსაც უნდა მიმართონ შეტყობინების მიღების შემდეგ. კერძოდ, სამედიცინო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, თუ პაციენტს არ აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მართოს ის დისტანციურად.

„პაციენტი მსუბუქი სიმპტომებით – ურჩიეთ „დარჩეს სახლში“ და მოახდინოს თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში. მიაწოდეთ თვითმოვლის რეკომენდაციები. თუ თვითიზოლაცია შეუძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყავით პაციენტის გადაყვანა საკარანტინე სივრცეში ურჩიეთ ტემპერატურის გაზომვა სულ მცირე დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) და მაჩვენებლების დოკუმენტირება შეაფასეთ პაციენტის

ბინაზე დარჩენის პირობები: თუ პაციენტს ყავს შესაბამისი მზრუნველი პირები ოჯახში, აქვს იზოლირებული ოთახი, სადაც არ შევლენ ოჯახის სხვა წევრები; აქვს ადეკვატური რესურსი საკვებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

პაციენტსა და ოჯახის წვრებს აქვთ შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებები (სულ მცირე, ხელთათმანები და ნიღაბი) და იციან მათი მოხმარების წესები; პაციენტი და ოჯახის წევრები იცავენ რესპირაციული ჰიგიენის წესებს (ხველის ეტიკეტი, ხელების ჰიგიენა და ა. შ.); პაციენტს ყავს ოჯახის წევრები, რომლების შესაძლოა იმყოფებოდენ COVID-19 ინფექციის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ (მაგ.: ხანდაზმულები, პაციენტები ქრონიკულ დაავდებებით, იმუნოკომპორომეტირებული პირები – ასეთ დროს აუცილებელია პაციენტის გადამისამართება საკარანტინე სივრცეში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, პაციენტმა დღის მანძილზე უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე, რათა შარდს შეუნარჩუნდეს ღია გამჭვირვალე ფერი. შესაძლებელია მიიღოთ პარაცეტამოლი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით. მედიკამენტი მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადააჭარბოთ დოზას. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო რჩევებს; დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ან ოჯახის სხვა წევრის მდგომარეობა გაუარესდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში სამედიცინო პერსონალს რეკომენდაციები ბინაზე ვიზიტთან დაკავშირებითაც ეძლევა.

„შესაძლო COVID-19 პაციენტთან ბინაზე ვიზიტამდე, რეკომენდებულია, დისტანციური ტრიაჟის განხორციელება. მას შემდეგ, რაც შესაძლო COVID-19 პაციენტთან ოჯახის ექიმი განახორციელებს დისტანციურ ტრიაჟს, ბინაზე ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:

  1. სატელეფონო ტრიაჟის საფუძველზე პაციენტი საჭიროებს პირის პირშეფასებას, მაგრამ არ შეუძლია კლინიკაში მოსვლა ინფექციის კონტროლის წესების შესაბამისი დაცვით.
  2. სატელეფონო ტრიაჟის საფუძველზე პაციენტის მდგომარეობა განისაზღვრა როგორც მძიმე, მაგრამ პაციენტი 112-ს უარს უცხადებს ჰოსპიტალურ მკურნალობაზე.
  3. პაციენტები, რომელთათვისაც მათი საცხოვრებელი ადგილის დატოვება უკუნაჩვენებია მათი სამედიცინო მდგომარეობის გამო (მაგ. პაციენტები ახლად გადატანილი ინსულტით ან მძიმე გულის იშემიური დაავადებით).

სადაც შესაძლებელია, კონსულტაცია უნდა იყოს დისტანციური და არა ბინაზე. არ არის რეკომენდებული სამედიცინო პერსონალის ვიზიტი ბინაზე ინფექციის კონტროლის წესების მკაცრი დაცვის და დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, სამედიცინო პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სპეციალური მზადება ნარჩენების მართვასა და დამცავი საშუალებების გამოყენებაზე.

„ბინაზე ვიზიტების დროს აუცილებელია სპეციალური ჩანთების ტარება, სადაც იქნება საფრთხის შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა საშუალება (შიგთავსის გაკონტროლება უნდა მოხდეს ყოველი გასვლის წინ). დასუფთავება და დეკონტამინაცია უნდა განხორციელდეს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ექიმს ვალდებულება უჩნდება პაციენტთან მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს. კერძოდ, დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციების თანახმად, ექიმმა სატელეფონო კომუნიკაცია პერიოდულობით უნდა განახორციელოს.

„განახორციელეთ სატელეფონო მონიტორინგი მე-3 დღეს; მესამე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-6 დღეს, მეოთხე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-10 დღეს და მეხუთე კომუნიკაცია არაუგვიანეს მე-14 დღეს; მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალში გადასაყვანად დაუკავშირდით სსიპ „112“-ს.

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს, ურჩიეთ, გადადონ თავის ოჯახის ექიმთან, თუ სხვა სპეციალისტთან რუტინულად დანიშნული ვიზიტი და გააუქმონ აღნიშნული წინასწარი ჩაწერა. რეკომენდებულია ყველა გეგმიური რუტინულად დანიშნული ვიზიტისა და წინასწარი ჩაწერის გაუქმება და აღნიშნულის სანაცვლოდ დისტანციური მეთვალყურეობის ფორმების გამოყენება (სატელეფონო თუ ონლაინკონსულტაციები)“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ექიმებს რეკომენდაციები ეძლევათ COVID-19 საეჭვო პაციენტების პირისპირ კონტაქტთან დაკავშირებითაც.

„ყურადღებით და ფრთხილად დაგეგმეთ პაციენტის ვიზიტი ისე, რომ რაც შეიძლება, შემცირდეს მოსაცდელში მისი დაყოვნების ხანგრძლივობა. თუკი შესაძლებელია, პაციენტებისთვის საეჭვო COVID-19-ით მოსაცდელი სივრცე ან იზოლირებული ოთახი უნდა განცალკევდეს და აღინიშნოს გამაფრთხილებელი წარწერით სხვა პაციენტების საყურადღებოდ; სადაც შესაძლებელია, ეს სივრცე უნდა იკეტებოდეს კარებით. რეკომენდებულია, პჯდ დაწესებულებაში გამოიყოს სამუშაო დროის განსხვავებული პერიოდები შესაძლო COVID-19 და არა-COVID-19 პაციენტების მისაღებად (პროგრამაში ჩართული დაწესებულებისთვის).

თუ განცალკევებული დროების გამოყოფა შეუძლებელია, რეკომენდებულია, პაციენტს ურჩიოთ მოიცადოს კლინიკის გარეთ (თუ ის თანახმაა და არ გამოთქვამს უკმაყოფილებას) – თუ შესაძლებელია, ურჩიეთ დაელოდოს საკუთარ ავტომანქანაში, სხვა შემთხვევაში დარჩეს გარეთ და დაიცვას სულ მცირე 2-მეტრიანი დისტანცია, ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით. – მოუხმეთ პაციენტს მას შემდეგ, რაც იზოლირებული ოთახი მზად იქნება პაციენტის მისაღებად. – პაციენტებს, რომელთაც არ შეუძლიათ გარეთ მოცდა, უნდა მიეცეთ გაფრთხილება სხვა პაციენტებისგან 2 მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ.

პერსონალი ვალდებულია დაბანილი ხელებით და დამცავი საშუალებებით, მინიმალურ დროში მოახდინოს პაციენტის შეფასება. ყველა გამოყენებული საშუალების განადგურება უნდა მოხდეს კლინიკური ნარჩენების მართვის წესების მიხედვით.

თუკი პაციენტის მდგომარეობა მწვავეა, გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, მიაწოდეთ ინფორმაცია ოპერატორს შესაძლო COVID-19-ის შესახებ და განახორციელეთ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. თუკი აღნიშნული პირისპირ კონსულტაციით, პაციენტის მდგომარეობა არ შეესაბამება საეჭვო COVID-19 დეფინიციას, დამატებითი ღონისძიებები საჭირო არ არის. თუკი პირისპირ კონსულტაციით ვლინდება საეჭვო COVID-19 შემთხვევა, მეორე პაციენტის მოსვლამდე უნდა განხორციელდეს ოთახის დეკონტამინაცია დადგენილი წესით, კარების სახელურების ჩათვლით იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომდევნო პაციენტი COVID-19 საეჭვო შემთხვევაა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება კლინიკებისთვის მიცემულ რეკომენდაციებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კლინიკამ უნდა გამოყოს შესაფერისი ადგილები/სივრცეები პაციენტის/პაციენტთა ჯგუფის იზოლაციისთვის.

„გაიტანეთ ოთახებიდან არასაჭირო ავეჯი და საგნები, რადგან დეკონტამინაცია საჭიროა ყველა პაციენტის შემდეგ. ოთახში უნდა იყოს ტელეფონით, დისტანციურად პაციენტთან გასაუბრების საშუალება. პერსონალს მიაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, ჩატარებული ღონისძიებების არსისა და მიზნების შესახებ. საეჭვო პაციენტებისთვის, რეკომენდებულია, ცალკე ტუალეტის გამოყოფა, რომლითაც სხვები არ ისარგებლებენ. ოთახების და ტუალეტების დამუშავება, რეკომენდებულია, საეჭვო პაციენტებს შორისაც. ყველა სივრცეს/ტუალეტს უნდა ჰქონდეს გამაფრთხილებელი წარწერა.

რეკომენდებულია, პაციენტების მხარდასაჭერად სპეციალური პირის გამოყოფა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას, ნიღბის მიცემას, ნარჩენების მართვას და სხვ. მოემზადეთ საგანგებო შემთხვევების მართვისთვის“,- ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, COVID-19 ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (განგაშის ყველა ხელთარსებული საშუალებით). „სასწრაფო შეტყობინება ნიშნავს დაავადების შესახებ ინფორმაციის სასწრაფო (იმავე სამუშაო დღეს, ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლენიდან არაუგვიანეს 24 საათისა) გადაცემას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ზედა რგოლისათვის დაავადების კლინიკურად ან ლაბორატორიულად გამოვლენისთანავე. გამომვლენი ვალდებულია ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით (სასწრაფო შეტყობინების ბარათი (ფორმა №58/1, ტელეფონი, ელფოსტა) შეტყობინება გადასცეს საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრში, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას გადასცემს მუნიციპალურ ან ცენტრალურ სამსახურებს (ცენტრი, სამინისტრო).

გაზიარება89

დაკავშირებული -პოსტები

აბაშაში, ბანკში 1 პირი შეიჭრა, ის სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

კაცი, რომელიც აბაშაში, "საქართველოს ბანკში" შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცმა ბანკში სანადირო იარაღიდან მხოლოდ ერთხელ გაისროლა და ადგილზე მყოფ ადამიანებს სთხოვა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში დასაშვებზე 30%-ით მეტი პატიმარია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

ქუთაისის ციხეში დასაშვებზე 30%-ით მეტი პატიმარია - ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკაში ვკითხულობთ.  პატიმრების და პრობაციონერების მაისის სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 308 პატიმრით მეტი იმყოფება, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით დაწესებულებაში...

დაწვრილებითDetails

პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. „აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 694 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ხილულ გამონაბოლქვზე ქუთაისში 34 ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მედიკამენტების ახალი სია, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
რომელი წამლის მიღებას უკრძალავს ექიმი კოვიდპაციენტებს
მთავარი

იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასები მოქმედებს, განახლდა - ამის შესახებ ირკვევა „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში. კერძოდ, რეფერენტული ფასების ახალ ჩამონათვალში შეხვდებით acetylsalicylic acid-ის...

დაწვრილებითDetails

სურსათზე ფასები, წლის ჭრილში, 5.6%-ით გაიზარდა, 1 თვის ჭრილში კი 0.1%-ით შემცირდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი და მამა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია შევიდნენ

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი და მამა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია შევიდნენ
მთავარი

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი შევიდა. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძესთან ერთად არასრულწლოვან ბრალდებულთან, კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით შევიდა დაკავებულის მამა მერაბ მალანია, რომელიც შინაგან...

დაწვრილებითDetails

წყალი 12 საათით შეწყდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას შეს. N3-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან  18:00 საათამდე წყალმომარაგება...

დაწვრილებითDetails

„წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"