სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 84 ადამიანი რჩება, ხოლო 692 პირს იზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,რეგიონიდან ქვეყნის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 272 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, იქ 73 ადამიანია მოთავსებული.