იმერეთსა და ქვემო სვანეთში COVID-19-ის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ლაბორატორიაში 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან კორინავირუსზე სამი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორისაა ვანში მცხოვრები 75 წლის ქალის მეუღლე და სიძე.
ინფექცია დაუდასტურდა ასევე ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე კაცს, რომელიც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია მოთავსებული. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს და დაინფიცირების წყაროს იკვლევენ.
საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.










