ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის თემში მცხოვრებ 47 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. აქცია “ქართული ოცნების“, სოფელ ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის იამზე პაქსაშვილის ინიციატივით და ჩინური კომპანია “ფ3”-ის ქველმოქმედებით და თანადგომით განხორციელდა. საქველმოქმედო აქციაში ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ მიიღო მონაწილეობა. “როგორც იცით, რეგიონის მასშტაბით ხორციელდება მსგავსი დახმარებები და არც ხარაგაულია რა თქმა უნდა, გამონაკლისი, დღეს საკვები პროდუქტები 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ და 4-მრავალშვილიან ოჯახს გადავეცით. ასეთი აქციები გაგრძელდება და არავინ დარჩება უყურადღებოდ, ვისაც დახმარება სჭირდება. მთავარია, დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. დიდი მადლობა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა მანანა ბარბაქაძემ.
ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ბიჭიკო პაიკიძის საქმის პროკურორმა,...










