„ამჟამად ჩვენთან დადასტურებული გახლავთ 38 შემთხვევა, 29 გაწერილი გვყავს ისინი გამოჯანმრთელებულები არიან. ამ 38 -დან 2/3 მაინც არის ფილტვების ანთებით პნევმონიით, 6 მძიმეა ძალიან, 1 კრიტიკული ანუ საყურადღებო პაციენტები გვყავს, თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა, სიმძიმემ ცოტა მოიმატა. უფრო მეტი პნევმონიები გამოჩნდა, დინამიკაში ასე ხდება ხოლმე თანდათანობით იმიტომ, რომ ახლა ასაკობრივი ზღვარიც შეიცვალა, პნევმონიები უფრო მეტია. თავიდანაც იყო პნევმონიები საშუალო სიმძიმის. ზოგადად ბევრი არის უკვე, მომატებაა, დღევანდელ მატებას ვერ გეტყვით აღებულია ანალიზები ბევრი ჩვენთან, ბევრი დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პასუხები დღის ბოლოს იქნება“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგემ მარინა ენდელაძემ.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით...










