ქუთაისელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საქართველოს ნაკრებს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოუპოვეს. საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს.
შეჯიბრებაში 15 ქვეყნის 300-მდე მოჭიდავე მონაწილეობს.
პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით გამოდიან ქუთაისელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. მათ გუშინ საქართველოს ნაკრებს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოუპოვეს. ჩემპიონები გახდნენ ბექა ლომთაძე (61კგ) და გიორგი სულავა (74კგ). ბრინჯაოს მედალს დაეუფლა მირზა სხულუხია (70) კგ.
ოქროს მედლის მოპოვების შანი აქვს მძიმე წონოსან (125კგ) ალექსი ჟორჟოლიანს , რომელიც დღეს ფინალურ ორთაბრძოლაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს გენო პეტრიაშვილს დაეჭიდება.