LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნუ დავუშვებთ, რომ COVID-19 გახდეს შიმშილის თამაში! – კუ დონჟუ

ნუ დავუშვებთ, რომ COVID-19 გახდეს შიმშილის თამაში! – კუ დონჟუ

დაპოსტა 2020/04/02-ში
A A
155
ნახვა
გაზიარება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ COVID-19-თან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს. მის წერილს FAO ავრცელებს: “ნუ დავუშვებთ, რომ COVID-19 გახდეს შიმშილის თამაში! მთელ მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემია უზარმაზარი წნეხის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებს და მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მილიონობით ადამიანი გარკვეული ფორმის კარანტინში იმყოფება.

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანური მსხვერპლი იქნება დიდი და რომ რადიკალური ცვლილებების მასიურ ძალისხმევას ექნება მძიმე ეკონომიკური ფასი. კიდევ უფრო დიდი მსხვერპლის რისკის ანუ სურსათის დეფიციტის (განვითარებულ ქვეყნებშიც კი) შემცირების მიზნით, აუცილებელია მყისიერი მოქმედებების განხორციელება, რათა არ ჩამოიშალოს ან მინიმუმამდე შემცირდეს სურსათის მომარაგების ჯაჭვის რღვევა. გლობალურ დონეზე აუცილებელია კოორდინირებული და თანმიმდევრული რეაგირება, რათა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისმა არ გამოიწვიოს სურსათის კრიზისი, როცა ადამიანები ვერ იშოვიან ან არ ექნებათ საკვების შეძენის ფინანსური საშუალება. ამ დროისათვის, COVID-19-ს სურსათის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, მიუხედავად სუპერმარკეტებში შექმნილი კურიოზული სიტუაციებისა, როცა ხალხმა ლამის ალყაში მოაქცია მაღაზიები. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან მსოფლიოში არსებობს სურსათის საკმარისი მარაგი, რომ ყველა გამოიკვებოს, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ გამოწვევას: უზარმაზარი რისკი არსებობს იმისა, რომ სურსათი შეიძლება ვერ გახდეს ხელმისაწვდომი იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. COVID-19-ის აფეთქებამ, მთელი თანმდევი საგანგებო სიტუაციებითა და კარანტინებით, შექმნა ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც რიკოშეტივით გადაეცემა თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ღირებულებათა გრძელ ჯაჭვს. გადაადგილების შეზღუდვამ, ასევე, მუშახელის აპათიურმა ქმედებებმა შეიძლება ფერმერებს ხელი შეუშალოს ფერმერულ საქმიანობაში, ხოლო სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებს (რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდ ნაწილს იყენებენ) სურსათის გადამუშავებაში. სასუქების, ვეტერინარული მედიკამენტების და სხვა საშუალებების დეფიციტი გავლენას მოახდენს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე. რესტორნების დახურვა და საკვების შესაძენად შემცირებული გასვლები შეამცირებს მოთხოვნას ახალ პროდუქტზე, გავლენას მოახდენს მწარმოებლებზე და მომმარაგებლებზე, განსაკუთრებით მცირე ფერმერებზე და ამას მოჰყვება გრძელვადიანი შედეგები მსოფლიოს მზარდი ურბანული მოსახლეობისათვის მანჰეტენზე თუ მანილაში.

სურსათის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე, პოლიტიკის შემქმნელებს შეიძლება მოუწიოთ ვაჭრობის შემზღუდავი ღონისძიებების გატარება, რათა დაიცვან ეროვნული სურსათის უსაფრთხოება. თუ გავითვალისწინებთ 2007-2008 წლების სასურსათო ფასების გლობალურ კრიზისს და მასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ჩვენ ვიცით, რომ ამგვარმა ზომებმა შეიძლება მხოლოდ გაამწვავოს სიტუაცია. საექსპორტო ქვეყნების მიერ ექსპორტის შეზღუდვა, რათა სურსათის ხელმისაწვდომობა გაზარდონ ეროვნულ დონეზე, გამოიწვევს მსოფლიოს სასურსათო ბაზრის სერიოზულ რღვევას, ფასების კატასტროფულ ზრდას და გაზრდილი ფასების ცვალებადობას.

2007-2008 წლებში, ამგვარი მყისიერი ღონისძიებები უაღრესად დამაზიანებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, სადაც დაბალი შემოსავლები და სურსათის დეფიციტია და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ძალისხმევისათვის, რომ შეეძინათ სურსათის მარაგი მოწყვლადი და ღარიბი მოსახლეობისათვის. სასურველია ყველამ ვისწავლოთ უახლოესი წარსულის მაგალითზე და აღარ დავუშვათ მეორედ იგივე შეცდომების გამეორება. პოლიტიკის შემქმნელებმა მაქსიმალურად თავიდან უნდა აირიდონ სურსათის მომარაგების პირობების შემთხვევითი შევიწროება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი გამოწვევა აქვს, თანამშრომლობა მთავრობებს და დარგებისა და მონაწილე მხარეების სრულ სპექტრს შორის, უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვდგევართ გლობალური პრობლემის წინაშე, რომელიც მოითხოვს გლობალურ საპასუხო ქმედებას.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სასურსათო ბაზრები ფუნქციონირებდეს სათანადოდ და რომ ინფორმაცია ფასების, წარმოების, მოხმარებისა და სასურსათო მარაგების შესახებ რეალურ დროში იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის. ამგვარი მიდგომით შევამცირებთ გაურკვევლობას და მწარმოებლებს, მომხმარებლებს, მოვაჭრეებსა და გადამამუშავებელ საწარმოებს საშუალებას მივცემთ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და შეაჩერონ თვითნებური პანიკური ქმედებები გლობალურ სასურსათო ბაზრებზე.

რა გავლენას მოახდეს COVID-19-ის პანდემია განსაკუთრებით ღარიბი სახელმწიფოების მოსახლეობის ჯანმრთლეობაზე ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, ერთი რამ შეგვიძლია გარკვევით ვთქვათ, ნებისმიერი შემდგომი სასურსათო კრიზისი, რომელიც მცდარი პოლიტიკის შექმნის შედეგად გაჩნდება, იქნება ჰუმანიტარული უბედურება, რომლის თავიდან აცილება შეგვიძლია. მსოფლიოს მასშტაბით უკვე გვყავს 113 მილიონი ადამიანი, რომელიც მწვავე შიმშილს განიცდის. აფრიკის კონტინენტზე, საჰარიდან სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობის მეოთხედი არასრულფასოვნად იკვებება. სურსათის მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერი წყვეტა კიდევ უფრო გაამძაფრებს ამ ადამიანების ტანჯვას და მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრის გამოწვევას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. პრევენციას უფრო ნაკლები ფასი აქვს. გლობალურ ბაზრებს კრიტიკული როლი აკისრიათ მიწოდება-მოთხოვნის შოკის შერბილების კუთხით ქვეყნებსა და რეგიონებში და ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ, რათა სურსათის მომარაგების ჯაჭვის წყვეტა მინიმუმამდე დავიყვანოთ. COVID-19 იძულებით გვახსენებს, რომ სოლიდარობა არ არის ქველმოქმედება, არამედ საღი აზრი”, – ნათქვამია წერილში.

გაზიარება65

დაკავშირებული -პოსტები

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა. ხელისუფლებამ 1 მეტრის სიმაღლის ტალღის გამო...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა სახლის ადგილას, 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

დასავლეთ ირლანდიაში, გოლვეის საგრაფოში გათხრების დროს 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს. გათხრები  ქალაქ ტუამში, ყოფილი კათოლიკურ დედათა და ბავშვთა ბავშვთა სახლის ადგილას მიმდინარეობს. გათხრების დეპარტამენტმა შედეგები გამოაცხადა. სპეციალისტებმა დამცავი კარვების ქვეშ...

დაწვრილებითDetails

15 წლამდე ასაკის პირებს სოციალურ მედიაზე წვდომა ეკრძალებათ – საფრანგეთმა კანონი მიიღო

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
მთავარი

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც 2027 წლის იანვრიდან 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. კანონის თანახმად, საფრანგეთში ყველამ უნდა დაადასტუროს საკუთარი ასაკი სოციალურ მედიაზე წვდომისთვის. კანონი...

დაწვრილებითDetails

ცნობილი მოდელი პოლონეტში, ტბაში იპოვეს გარდაცვლილი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

24 წლის მოდელისა და მომღერლის, ჯესიკა იარიკრეს ცხედარი, რომელიც 13 ივლისს გაუჩინარდა, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, საკუთარი სახლის მახლობლად ტბაში იპოვეს.   იარიკრე ბოლოს საღამოს, კუნიცკის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში ნახეს....

დაწვრილებითDetails

5 119 დაღუპული და 16 700-ზე მეტი დაშავებული – ვენესუელაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა
მთავარი

5 119 დაღუპული და 16 700-ზე მეტი დაშავებული - უკვე 26 დღეა ვენესუელაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის რეგიონებში ჰუმანიტარული კატასტროფაა, მიწისძვრამ 900-მდე შენობა დაანგრია, რის გამოც 18 000 მოქალაქე უსახლკაროდ...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე შეყვარებულებლმა ოჯახის 5 წევრი მოკლეს – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

აშშ-ის ილინოისის შტატში, 15 წლის სკოლის მოსწავლეს და მის 16 წლის შეყვარებულს ბრალი წაუყენეს ერთი ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობაში. კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა. „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, დანაშაული აღმოსავლეთ სენტ-ლუისში სამ მისამართზე...

დაწვრილებითDetails

მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აღარ შეეძლებათ

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ამ პროდუქტებთან დაკავშირებული 34 სიკვდილის შემთხვევა – რა უნდა იცოდეთ ენერგეტიკულ სასმელებზე
მთავარი

დიდ ბრიტანეთში მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აღარ შეეძლებათ. გამოცემა „სქაი ნიუსის“ ცნობით, საუბარია იმ ენერგეტიკულ საშუალებებზე, რომლებიც ერთ ლიტრზე 150 ან მეტ მილიგრამ კოფეინს შეიცავს.   გამოცემის ინფორმაციით, ისეთმა სასმელებმა,...

დაწვრილებითDetails

კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეთ მოზარდებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ძილის დარღვევა არაერთი ქრონიკული დაავადების განვითარებას უწყობს ხელს
მთავარი

გაერთიანებულ სამეფოში უფროსი ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე ღამის „კომენდანტის საათი“ დაუწესდებათ, თუმცა, მოზარდებს შეეძლებათ უარი თქვან ამ შეზღუდვაზე საკუთარი ანგარიშის პარამეტრების შეცვლით. მთავრობის გეგმის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ისეთი აპლიკაციები,...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ბრიუსელში, ლიფტში რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ტრაგედია ბრიუსელში, ლიფტში რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვეს
მთავარი

ბრიუსელისცენ­ტრში, მშე­ნე­ბა­რე ცა­თამბჯენ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ტრა­გე­დია სამ­შა­ბათს, Oxy tower-ის შე­ნო­ბა­ში მოხ­და, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი მო­ედ­ნი­დან, გრანდ-პლა­სი­დან, სულ რა­ღაც 500 მეტრში მდე­ბა­რე­ობს.   ხან­ძრის...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეს ევროპაში სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

მხოლოდ ივნისის ბოლო კვირაში, ევროპაში ძლიერი სიცხის გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ევროპული სიკვდილიანობის მონიტორინგის ქსელის, EuroMOMO-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმული ადამიანები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"