ასეთი ვითარება რუსთავლის ქუჩაზე იყო . ადგილობრივები „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს წარმომადგენელს დაუპირისპირდნენ. კომპანიას მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში შეყავს გაზი და მას ჩიხში შემავალ იმ მილზე აერთებს, რომლითაც გაზი კერძო სახლებში მაცხოვრებელ ოჯახებს მიეწოდება . „ბუნებრივი აირი ისედაც დაბალი წნევით მოგვეწოდება ახლა კი საერთოდ გაზის გარეშე გვტოვებენ“-აცხადებენ გაბრაზებული რუსთაველები.
გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი...










