LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

” ჩვენი სახელმწიფოც და რეჟიმიც რუსული შანტაჟის მსხვერპლია” – გრიგოლ გეგელია

დაპოსტა 2026/11/26-ში
0
ნახვა
გაზიარება

სულ უფრო აშკარაა, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება – პრაღის ჩანაცვლება მინსკით, არაფორმალური ფორმატის გაფორმალურება, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების დაანონსება და ლავროვ-ბოჭორიშვილის რევერანსები ადასტურებს, რომ რეჟიმი კაპიტულაციის ახალ ფაზას ამზადებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს „სუსტი, მოღალატეობრივი რეჟიმი მართავს, რომელიც ყველა პარტნიორს დაუპირისპირდა და ახლა გეგმავს, რუსეთთან პირისპირ დაჯდეს შანტაჟითა და ძალმომრეობით განმსჭვალულ ე.წ. მოლაპარაკებებში, რასაც ქვეყნისთვის უმძიმესი ფასი ექნება“.

„სულ უფრო აშკარაა, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება. ზახაროვას, ზატულინისა და შოიგუს შემდეგ, ამ რეჟიმს დღეს უკვე აქებს სერგეი ლავროვიც, რომელიც ღიად გამოთქვამს პირდაპირი დიალოგის სურვილს.

პარალელურად, კობახიძის ემისარი ხვდება გალუზინს, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს ოკუპაციის კანონი. რა სურს ლავროვს? კადრი, რომელშიც დასავლეთთან დაპირისპირებული საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის გარეშე, პირისპირ ჯდება მოსალაპარაკებლად ოკუპანტ რუსეთთან – ქვეყანასთან, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან არცერთ საკითხზე, მათ შორის, არც დეოკუპაციაზე, მოლაპარაკებას არ აპირებს.

დასავლეთის გარეშე რუსეთთან პირისპირ დარჩენილი საქართველო სუსტი და მოწყვლადია და სწორედ ესაა კრემლისა და „ქართული ოცნების“ საერთო მიზანი. ამითვე აიხსნება ოფიციალური წარმომადგენლის ჩასვლა მინსკში – რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს დედაქალაქში.

პრაღის ჩანაცვლება მინსკით, არაფორმალური ფორმატის გაფორმალურება, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების დაანონსება და ლავროვ-ბოჭორიშვილის რევერანსები ადასტურებს, რომ რეჟიმი კაპიტულაციის ახალ ფაზას ამზადებს. იხსნება მედიატორის გარეშე ე.წ. მოლაპარაკებები მაშინ, როცა რუსეთს დეოკუპაციის იოტისოდენა სურვილიც არ გამოუთქვამს.

პირიქით, მოსკოვმა პროაქტიულად აამუშავა ოკუპაციის კანონი, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტად პირველად დასვა საკუთარი მოქალაქე და შემოაბრუნა ნეიტრალიტეტისა და კონფედერაციის პირობებში ტერიტორიული მთლიანობის ვითომდა აღდგენის იდეა.

საქართველოს მოქალაქეებო, სწორედ ესაა სახელმწიფოს საბოლოო ღალატისა და დასამარების სცენარი და ერთადერთი კაპიტულანტური შეთავაზება, რაც რუსეთს ჩვენს მიმართ აქვს. მაშ, რატომ შეიძლება რომელიმე ჭკუასუსტმა გადაწყვიტოს რუსეთთან პირისპირ დაჯდომა – მინსკში ან მოსკოვში – რეგიონულ უსაფრთხოებასა თუ ეროვნულ ინტერესზე სასაუბროდ? ძაღლის თავი სწორედ აქ მარხია.

წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ანტიევროპულმა პოლიტიკამ მკვეთრად გაზარდა ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე. დღეს სახელმწიფოც და რეჟიმიც რუსული შანტაჟის პირდაპირი მსხვერპლია. ამას უკვე კობახიძის ემისარიც აღიარებს, რომელიც თურმე გაოგნებულია, თუმცა, უფრო გამაოგნებელი ისაა, რომ ის რუსეთისგან ეკონომიკურ შანტაჟს არ ელოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ თავად გადაულოცა შანტაჟის ეს ბერკეტები რუსეთს:

ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთში გადის;

იმპორტირებული ხორბლის თითქმის 92%, ფქვილის 98.5% და მზესუმზირის ზეთის 70%-ზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა;

რუსული ბუნებრივი გაზის მოცულობა 2.2-ჯერ გაიზარდა, მისმა წილმა კი გაზმომარაგებაში 27.9%-ს მიაღწია;

2026 წლის პირველ ნახევარში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 40.5% რუსეთზე მოდიოდა.

დღეს საქართველო ამ დამოკიდებულების უმძიმეს ფასს იხდის. ამავე დროს, გვმართავს სუსტი, მოღალატეობრივი რეჟიმი, რომელიც დაუპირისპირდა ყველა პარტნიორს და ახლა გეგმავს რუსეთთან პირისპირ დაჯდეს შანტაჟითა და ძალმომრეობით განმსჭვალულ ე.წ. მოლაპარაკებებში, რასაც ქვეყნისთვის უმძიმესი ფასი ექნება,“ – განაცხადა გეგელიამ.

ინფორმაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა “იმედის” ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს. მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია. ამასთან, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებით, “რუსეთის მხარეს ჰქონდა, თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული”. მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას!” – ხატია დეკანოიძე

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული “გაოგნებული” ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “მას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

პირუტყვის მითვისების საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა - ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი ზის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა...

დაწვრილებითDetails

“დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი” – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელმა დღეს მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში...

დაწვრილებითDetails

“ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა” – დავით მათიკაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა - ამ ტყუილები დაჯერება თვითონ ევროპარლამენტშიც აღარ სურთ, ამიტომ უწევთ მათ ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

ნოემბერი 26, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით?” – დავით ფეიქრიშვილი პროკურორს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან?, - ამის შესახებ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფმა დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».