აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ აფრიკის დასახლებაში, ლუკა რაზიკაშვილის ქუჩაზე – დაღუპულია ერთი ადამიანი.
ადგილობრივების თქმით, აფეთქების შემდეგ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ბინაში კი ამ დროს 60 წლამდე ქალი და მის ძმა იმყოფებოდნენ .
ადგილობრივების თქმით, დამ აფეთქებას სამი წუთით გამოასწრო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
როგორც ამბობენ ორი ცალი 10 ლიტრიანი ბენზინი ჰქონდათ. მე რომ გადავედი, ფანჯრებიდანაც გაძლიერებული ცეცხლი გამოდიოდა. ეტყობა სახლში რაღაცა აფეთქდა და დეტონაცია გადაიტანა. შეიძლება შეშის ღუმელიდან გადავიდა იატაკზე, არ ვიცი. ძმა არის და სტუმრად იყო, აქ არ მინახავს. და იყო სახლში და სამი წუთის გამოსული ყოფილა. მთელი სახლი დამწვარია, სახურავი”, – ამბობს ადგილობრივი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.









