LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში მდებარე ბინიდან აიყვანეს – სამშობიაროდან მოპარული კიდევ ერთმა ბავშვმა ბიოლოგიური ოჯახი იპოვა

დაპოსტა 2026/11/25-ში
0
ნახვა
გაზიარება
90-იან წლებში საქართველოს სამშობიაროებიდან ბავშვების მოპარვისა და უკანონო გაშვილების შემთხვევების გამოვლინებები კვლავ გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი ემოციური ისტორია ქუთაისელს მუსიკოსს, ჯგუფ „რევანშის“ წევრს გიორგი გურეშიძეს უკავშირდება, რომლის შესახებაც მან თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ ისაუბრა. მან დეტალურად გვიამბო, როგორ გაიგო 29 წლის ასაკში, რომ მთელი ცხოვრება სხვა ოჯახში იზრდებოდა, ხოლო ბიოლოგიური ოჯახი მას თითქმის სამი ათეული წელი ეძებდა.

“მე გავიზარდე ძალიან კარგ ოჯახში. აღმზრდელი მამა გარდაცვლილი მყავს. აღმზრდელი დედა კი გვერდში მყავს. არაფერი მომკლებია საერთოდ და ერთი წამიც კი არ მქონია იმის განცდა, რომ მე ვიზრდებოდი სხვა ადამიანებთან ერთად.

მქონდა ბავშვობაში რამდენიმე ასეთი მომენტი: აი, რამდენიმე ბავშვმა, ჩემმა თანატოლმა, რაღაც თითქოსდა ჩუმად ჩაილაპარაკა, მაგრამ მე ამას ყური მოვკარი და გავიგონე, რომ ვიყავი აყვანილი, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება, სიმართლე გითხრათ… როდესაც ჩემი აღმზრდელი მამა გარდაიცვალა, დაახლოებით ცხრა წლის უკან, ჩემმა აღმზრდელმა დედამ გამიმხილა ეს საიდუმლო. ჩვეულებრივი რეაქცია მქონდა, ანუ: „მერე რა, გავიგე“. მაგრამ ერთი, რაც უცნაური მჭირდა, იყო ის, რომ საერთოდ არ მინდოდა ჩემი ოჯახის, ბიოლოგიური დედის და მამის მოძიება და ნახვა” – ამბობს გიორგი.

აღმზრდელმა დედამ შვილს მხოლოდ ის უთხრა, რომ უშვილობის გამო ის ქუთაისში, პიონერთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში მდებარე ბინიდან აიყვანეს, თავად ბავშვი კი ზესტაფონიდან იყო გადმოყვანილი. შეცვლილი ჰქონდა დაბადების თარიღიც — 13 მაისის ნაცვლად, გიორგი დაბადების დღეს 17 აპრილს აღნიშნავდა.

სინამდვილეში კი, 1994 წლის 13 მაისს, ზესტაფონის სამშობიაროში დაბადებიდან სამი დღის შემდეგ, ბიოლოგიურ დედას გამოუცხადეს, რომ ჩვილი დაიღუპა და ცხედარსაც ვერ აჩვენებდნენ. ოჯახს მალევე მიუვიდა ხმა, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და გააშვილეს. იმ დღიდან მათი 29-წლიანი ბრძოლა დაიწყო, რასაც მუქარა და თავდასხმებიც კი მოჰყვა.

„ბაბუამაც ძალიან ბევრი რაღაცები მოყვა მაგის შესახებ, რომ: „მე როდესაც გეძებდიო, ძალიან ბევრჯერ იყო ასეთი მომენტები, რომ წერილიც მხვდებოდა, რომ შეეშვი შენი შვილიშვილის ძიებას, თორემ ვინც გყავს ოჯახში ცოცხალი, ყველას დაგიხოცავთ“ — და ემუქრებოდნენ, და იყო ძალიან დიდი ამბავი. შემდეგ, მიუხედავად ამ დაშინების ფონზე, ბაბუაჩემმა მაინც გადაწყვიტა და მთელმა ოჯახმა ჩემი ძიება განაგრძეს, და შემდეგ მოხდა მათი დაყაჩაღება, იყო სროლები, სახლში შევარდნები… სახლში შეუვარდნენ იარაღებით იმიტომ, რომ მე მეძებდნენ“, — ჰყვება გიორგი.

მონასტერში გამხელილი საიდუმლო

მიუხედავად ბიოლოგიური ოჯახის ძალისხმევისა, თავად გიორგი ძიების დაწყებას არ ჩქარობდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ტყუპი გოგონების შეძენა — გიორგის მეუღლემ ჩათვალა, რომ ბავშვების ჯანმრთელობისა და გენეტიკური ფაქტორების გასარკვევად ბიოლოგიური ოჯახის მოძებნა აუცილებელი იყო. ძიების დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გიორგის უფროსი და, თეო, მის მეუღლეს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი და გიორგისთან ერთად ერთ უნივერსიტეტშიც კი სწავლობდა, მამიდაშვილს კი მანამდეც იცნობდა, თუმცა ნათესაობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

საბოლოო დასტური და ოჯახთან პირველი შეხვედრა მონასტერში შედგა. სწორედ იქ მოღვაწე სასულიერო პირს ჩააბარა გარდაცვალების წინ აღსარება ადამიანმა, რომელიც ბავშვების უკანონო გაშვილებაში მონაწილეობდა და დეტალურად მოჰყვა, რომელი ბავშვი სად იყო გაშვილებული.

„გარდაცვალებამდე ჩაუბარებია ამ მამაოსთვის აღსარება, რომ ვინ, რომელი ბავშვი სად ჰყავდა გაშვილებული… ყველა ბავშვზე… რომ დამისვა მამაომ, მისვამდა კითხვებს და ამ კითხვებზე სანამ მე პასუხს გავცემდი, თვითონ მეუბნებოდა, რომ: „შენ იმის შვილი ხარ, შენ… დედაშენი აქ მუშაობდა, აქ…“ — აგონიაში ვიყავი, წინასწარ რომ ხვდება, წინასწარმეტყველებით რომ გეუბნება რაღაცას, ეგრე მიკვირდა და გაოგნებული ვიყავი, რომ საიდან იცოდა ამ ადამიანმა ჩემი აღმზრდელი მშობლების ისტორია. და აზუსტებდა ამ ყველაფერს, და ბოლოს ჩემმა ბიძამ უთხრა, რომ: „აღარ შეგვიძლიაო, რა, ბოლო-ბოლო ან კი გვითხარი, ან არაო, მამაო, ეს ნამდვილად ჩვენი ბავშვია თუ არაო?“ და „კიო“ — და დაიწყო ტირილი თვითონ მამაომ,” – იხსენებს გიორგი.

ემოციური შეხვედრა ოჯახთან და „ორი დედა“

თავდაპირველად გიორგის მხოლოდ დედმამიშვილებთან შეხვედრა სურდა, თუმცა მშობლებმა და ბაბუამ ვერ მოითმინეს და მონასტერში მანამდე ავიდნენ, სანამ სასულიერო პირი სიმართლეს დაადასტურებდა. პირველი, ვისაც გიორგიმ თვალი მოჰკრა, ბაბუა იყო.

„პირველ რიგში ბაბუა დავინახე და რომ შევხედე, თითქოს ჩემს სიბერეს ვუყურებდი სარკეში, მე როგორი ვიქნები წლების შემდეგ. ეს იყო ყველაზე რთული ჩემთვის, შემდეგ დედის ჩახუტება, რა თქმა უნდა…

დედების შეხვედრა იყო ემოციური, პირველ რიგში, ორივე ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, და ახლა ურთიერთობას რაც შეეხება, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველას ერთად, დავდივართ ერთმანეთთან, მივდივართ, მოვდივართ და ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობაა. და ერთ სახუმარო ისტორიასაც გავიხსენებ: თბილისში მახლდნენ ორივე რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თვალებზე დამჭირდა ლაზერული კორექცია, ოპერაცია, და ექიმთან რომ შევედი, შემომყვა ორივე, რა. ეს ექიმი ამბობს: „კარგიო, ერთი დედაო გავიგეო, მაგრამო, ეს მეორე ვინ არის-თქო?“ და მე ვუთხარი: „ორივე დედა არის-თქო“, რა. და კაცი გაგიჟდა: „რას მეუბნებიო, რას მელაპარაკებიო!“ — და შემდეგ ოპერაციაზე: „დრო კი გვაქვს და მომიყევი ისტორიაო“, თვითონ დამაძალა, და რომ ვუყვებოდი, ტირილი დავაწყებინე პროფესორს…

ჩემი ოჯახის წევრები ისე მივიღე, რომ თითქოსდა ვიცნობდი, ჩემდაუნებურად ხდებოდა ეს ყველაფერი. რატომ და რანაირად, ამას ვერ აღვწერ — თითქოსდა მე იქ გავიზარდე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითოეულ ადამიანთან, იქნებოდნენ ეს ჩემი დედმამიშვილები თუ მშობლები და ნათესავები“, — ამბობს გიორგი.

მან საკუთარი განცდები სიმღერასა და ვიდეორგოლშიც ასახა, რომელზეც სამი წელი მუშაობდა. დღეს ის ყველა იმ ადამიანს, ვისაც მსგავსი ეჭვი ან ინფორმაცია აქვს, მოუწოდებს, არ შეეშინდეთ სიმართლის ძიების, რადგან ეს სირცხვილი არ არის და ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მომსპარია გზები, არ ვიცი რა გვეშველება – ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლები მუშაობაზე უარს აცხადებენ

ნოემბერი 25, 2026
0
ფოტო: ინფო იმერეთი
მთავარი

ქუთაისში, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლები ქალაქში საავტომობილი გზებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას აპროტესტებენ - ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. მათიო ცნობით, #100, #34 და #55 მიკროავტობუსის მძღოლები პროტესტის ნიშნად ე.წ საღორიის დასახლებაში გაჩერდნენ...

დაწვრილებითDetails

კაცი, რომლის სახლშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს. კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ეზოთერიკოსი გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს და საზოგადოებას მომდევნო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ყურადღება განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს უნდა მიექცეს. მანიას თქმით, მის ხილვებში იკვეთება ბუნებრივი...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

ნოემბერი 25, 2026
0
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. 25 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია ელჭექი,...

დაწვრილებითDetails

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს  - ფაქტს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, ქეთევან ბარაბაძე ადასტურებს. მისი თქმით, ბავშვის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია, თაია ბინაზე გაიწერა. აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

2026 წელს ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საქართველოს სახალხო დამცველი 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 9 თვის მონაცემით,...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თაღლითობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იძებნებოდა....

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 32 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული...

დაწვრილებითDetails

მისი სიცოცხლე ვიღაცის უგუნურებამ და სიმთვრალემ გაწყვიტა – ხონში ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

მისი სიცოცხლე ვიღაცის უგუნურებამ და სიმთვრალემ გაწყვიტა - ხონში ტრაგიკულად დაღუპულ ლიკა ჯანელიძეს  ემშვიდობებიან. "გაგვიფრინდა ჩვენი ბუთქუნა ცისფერთვალბა ლიკუნა იმსხვერპლა დაუდევრობამ სიმთვრალემ მთვრალმა ავტომანქანითდაადუმა აღმაშრნებლის ქუჩა მეხივით გავარდა მისი სიკვდილის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».