LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ლიდერები შეთანხმდნენ, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ” -გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერების განცხადება

“ლიდერები შეთანხმდნენ, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ” -გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერების განცხადება

დაპოსტა 2026/11/20-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ლიდერები მტკიცედ არიან განწყობილნი, განაგრძონ ერთობლივი მუშაობა უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც “მსურველთ კოალიციის” ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

“ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული, მიზანმიმართული და განურჩეველი სარაკეტო თუ დრონებით თავდასხმების სისტემატური ესკალაცია. მათ სამძიმარი გამოუცხადეს მსხვერპლთა ოჯახებს. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი ურყევი სოლიდარობა და უკრაინის განუყოფელი უფლება – დაიცვას თავი რუსეთის აგრესიული ომისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთი თავისი ომისთვის სულ უფრო მაღალ და აუტანელ ფასს იხდის. ისინი ხაზს უსვამენ, რომ რეკორდული დანაკარგების მიუხედავად, წელს რუსეთმა მხოლოდ უმნიშვნელო ტერიტორიული მონაპოვარი მიიღო და ვერცერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი თუ დაბა ვერ დაიკავა.

“უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან თავდასხმების გაძლიერება ვერ აანაზღაურებს იმ მარცხს, რომელსაც ის ბრძოლის ველზე განიცდის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერებმა ასევე დაგმეს ევროპაში რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმები, მათ შორის დივერსია, საინფორმაციო ოპერაციები და კიბერშეტევები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას ისახავს მიზნად.

“მათ ნათლად განაცხადეს, რომ ნებისმიერი სახის დაშინება უკრაინის მხარდაჭერას ვერ შეაფერხებს. პირიქით, ეს გაზრდის მათ გადაწყვეტილებას, გააძლიერონ უკრაინის, ევროპისა და ნატო-ს დაცვა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთი ვერ შეძლებს, აჯობოს კოალიციის წევრების ურყევ მხარდაჭერასა და უკრაინის მდგრადობას.

“ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება კვლავ პრიორიტეტად რჩება – განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდები საშუალებებით, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ლიდერები, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობით, დამატებით ძალისხმევას მიმართავენ სარაკეტო თავდაცვის დამატებითი საშუალებებით უკრაინის უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება, სრულად შეასრულონ ნატო-ს მოკავშირეების მიერ აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც, 2026 წელს უკრაინას 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა, დახმარება უნდა მიეწოდოს და წვრთებით უზრინველყონ, ხოლო 2027 წელს — სულ მცირე, ანალოგიური მოცულობის მხარდაჭერა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში, 2027 წლის ბოლომდე უკრაინას 90 მილიარდი ევრო გამოეყოფა სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის, რაც 2027 წლის მნიშვნელოვან პერიოდშიც დაფარავს უკრაინის ფინანსურ საჭიროებებს.

ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლა, რომელიც მიმართული იქნება მისი საომარი ძალისხმევის შეზღუდვისკენ. ამისათვის გამოიყენებენ სანქციებს, უფრო ფართო ეკონომიკურ ზომებს და სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის მექანიზმებს.

“კერძოდ, ისინი შეთანხმდნენ, გაატარონ დამატებითი ზომები რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად, სანქციები დაუწესონ რუსულ კრიპტოვალუტას და უკანონო ფინანსურ ნაკადებს, ასევე ხელი შეუშალონ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობას.

ისინი გააგრძელებენ ძალისხმევას რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის აღსაკვეთად, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს, და საზღვაო უსაფრთხოების დასაცავად დაიცავენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ფარგლებში დადგენილ შესაბამის საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
უმძიმესი ტრაგედია – ცნობილია ვინ არიან ფონიჭალაში აფეთქებისას გარდაცვლილები
მთავარი

თბი­ლის­ში, ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას, კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბას და ამით გა­მოწ­ვე­ულ ნგრე­ვას 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ვინ არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი? ნინო ჭე­ლი­ძე და მისი შვი­დი წლის შვი­ლი, ნუ­ცი­კო ფხა­ლა­ძე - ნინო...

დაწვრილებითDetails

როგორია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
გუშინდელ აქციაზე დაშავებულებიდან კლინიკებში ამ ეტაპზე ექვსი პირი რჩება
მთავარი

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ცნობით, 11 წლის ბიჭი რეანიმაციის დეპარტამენტში იმყოფება, 3 წლის...

დაწვრილებითDetails

ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა
მთავარი

ფო­ნი­ჭა­ლა­ში, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 31 წლის ილია ისა­ე­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია. ის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრშია მო­თავ­სე­ბუ­ლი, ექი­მე­ბი კი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად. სწო­რედ ილია ისა­ე­ვის ბი­ნა­ში მოხ­და აფეთ­ქე­ბა, რა­საც 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღეს პატრიარქ კირილს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების დელეგაციები და ეკლესიის მეთაურები 80 წლის იუბილეს მისალოცად ეწვევიან, მათ შორის საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც. არსებული...

დაწვრილებითDetails

ამინდი მკვეთრად გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 20 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების ცნობით, 19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის შუაღამემდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით, ზღვაზე შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
მთავარი

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ...

დაწვრილებითDetails

წყალი 20 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს: თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ღრმაღელის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/20/2026 22:00 დან 11/21/2026...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს უწყებანი მონაზონ ბაგრატ (ბაგრატიონის) გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ამა წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა სვეტიცხოველში არსებული წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი ბაგრატი (ბაგრატიონი). მონაზონი ბაგრატი ამჟამად დასვენებულია...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ვლადიმიროვკაა, რომელიც ფარავნის ტბის ნაპირზე მდებარეობს. ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირულ პატარას გლოვობენ

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” – ფონიჭალის ტრაგედიას შეწირულ პატარას გლოვობენ
მთავარი

ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, საზოგადოება შეძრა. სოციალურ ქსელში დაღუპულებს ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდა ქალი ვერიკო ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი, არიანა.ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"